კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

კახა კალაძე - ჩვენი ხელისუფლება გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რათა რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია

ნახვები: 535 კახა კალაძე - ჩვენი ხელისუფლება გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რათა რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია

ჩვენი ხელისუფლება გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რათა რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ევროკომისიის მიერ საქართველოს შესახებ გამოქვეყნებული ანალიტიკური ანგარიშის შეფასებისას განაცხადა.

მისივე თქმით, ევროინტეგრაცია პრინციპულად მნიშვნელოვანია, რისთვისაც ქვეყანამ ბევრი სასიკეთო ცვლილება განახორციელა.

„ამ შეფასებას დღეს ძალიან ბევრი გამოხმაურება ჰქონდა და მინდა, მეც შევუერთდე მილოცვებს. მნიშვნელოვანი ნაბიჯები იქნება გადადგმული. არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენთვის, ჩვენი ქვეყნისთვის, პირადად ჩემთვის ევროინტეგრაცია პრინციპულად მნიშვნელოვანია. 2012 წლიდან მოყოლებული ჩვენმა ქვეყანამ, ხელისუფლებამ ძალიან ბევრი გააკეთა ამ რთულ გზაზე. რა თქმა უნდა, დღესაც არსებობს გამოწვევები, კიდევ არის გადასადგმელი ნაბიჯები, რისთვისაც ჩვენი ხელისუფლება გამოხატავს სრულ მზადყოფნას, რათა რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ ოჯახის წევრი, რასაც ევროპა ჰქვია“, - განაცხადა კახა კალაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა