მაკრონი: უცხოელი ლიდერები საფრანგეთში მიმდინარე მოვლენებზე სულელურ კომენტარებს აკეთებენ და ჩვენს ხარჯზე საარჩევნო კამპანიას აწარმოებენ
მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს

უკრაინის უმაღლეს რადაში მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ დადგენილების პროექტი დაარეგისტრირეს

ნახვები: 552 უკრაინის უმაღლეს რადაში მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ დადგენილების პროექტი დაარეგისტრირეს

უკრაინის უმაღლეს რადაში საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ საზღვარგარეთ გადაყვანის შესახებ დადგენილების პროექტი დაარეგისტრირეს.

 

ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის მმართველი პარტია “ხალხის მსახურის” თავმჯდომარე ელენა შულიაკი “ტელეგრამის” პირად არხზე ავრცელებს.

 

“პარლამენტში დარეგისტრირებულია დადგენილება 8417-ის პროექტი უკრაინის უმაღლესი რადას საქართველოსადმი, ევროპარლამენტისადმი, ევროპული საბჭოსადმი, ევროკომისიისადმი, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეისადმი და ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების პარლამენტებისადმი მიხეილ სააკაშვილის დაუყოვნებლივ საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მიმართვის შესახებ”, - წერს შულიაკი.

 

აღნიშნულ დოკუმენტს უმაღლესი რადას 90-მა დეპუტატმა მოაწერა ხელი.

 

შულიაკმა ასევე აღნიშნა, რომ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ, რომლის წევრი საქართველოც არის, თავის 2022 წელს მიღებულ რეზოლუციაში 2463 მოუწოდა პოლიტიკური პატიმრების საქმეების გადახედვისკენ და გათავისუფლებისკენ, რომლებიც რუსეთის დამპყრობლური პოლიტიკის წინააღმდეგ გამოდიან, მათ შორის სააკაშვილის.

 

“ყოფილი საქართველოს პრეზიდენტი და ახლანდელი უკრაინის მოქალაქე ამ მომენტისთვის კრიტიკულ მდგომარეობაში იმყოფება. ამიტომ ქართულმა მხარემ უნდა უზრუნველყოს სათანადო სამედიცინო დახმარება, ასევე შექმნას პირობები მის ერთ-ერთ ევროპულ ან ამერიკულ კლინიკაში სამკურნალოდ გადაყვანისთვის”, - აღნიშნა მან.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა