თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

თენგიზ ცერცვაძე: საქართველო "რემდესივირს" 25-30 ოქტომბრიდან მიიღებს

ნახვები: 516 თენგიზ ცერცვაძე: საქართველო "რემდესივირს" 25-30 ოქტომბრიდან მიიღებს

ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის თენგიზ ცერცვაძის განცხადებით, საქართველო მედიკამენტ "რემდესივირს" 25-30 ოქტომბრიდან მიიღებს. ამის შესახებ მან ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, შედარებით შორეულ მომავალში ხელმისაწვდომი გახდება მონოკლონური ანტისხეულებიც, რომლის კვლევაშიც საქართველო მიიღებს მონაწილეობას.

"შექმნილი სიტუაციის გადაჭრის კიდევ ერთი გზა არის შემდეგი - მთავრობის ინიციატივითა და ჯანდაცვის სამინისტროს უშუალო მონაწილეობით განხორციელდა ახალი და დღეისთვის ყველაზე იმედის მომცემი მედიკამენტის, "რემდესივირის", რაც შეიძლება სწრაფი შემოტანა, რისი შემოტანაც ჯერჯერობით ფუფუნებაა, რადგან ჯერ მხოლოდ ამერიკას აქვს საშუალება ჰქონდეს ეს მედიკამენტი ავადმყოფებისთვის. კიდევ რამდენიმე ქვეყანა არის შეძენის პროცესში. როგორც ჯანდაცვის მინისტრმა ბრძანა, შემუშავებულია უკვე მექანიზმი, რომელიც იოლი არ იყო, იმიტომ რომ მთელი მსოფლიო დგას მედიკამენტის რიგში, ასევე ბევრი ბიუროკრატიული პროცედურაა. ზოგიერთ შემთხვევაში ორი თვე სჭირდება წამლის მოწოდებას, თუმცა აქ გამოინახა მექანიზმები, რომ 10-14 დღეში მოწოდება განხორციელდება და სადღაც, 25-30 ოქტომბრიდან საქართველოს მოქალაქეებს, რომლებსაც აქვთ კორონავირუსის მძიმე ან კრიტიკული ფორმა, ყველაფერთან ერთად რა მკურნალობაც ახლა უტარდებათ, სამკურნალოდ დაემატებათ დღეისთვის ნომერ პირველი საშუალება "რემდესივირი", ხოლო შედარებით შორეულ მომავალში ხელმისაწვდომი გახდება მონოკლონური ანტისხეულებიც, რომლის კვლევაშიც საქართველო მიიღებს მონაწილეობას. საქართველოში რიგითი მოქალაქე უზრუნველყოფილი იქნება ტრამპის სტანდარტით", - განაცხადა ცერცვაძემ.

IPN

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა