კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ანა ბუჩუკური - არ ვიცი, გიორგი ჩალაძეს რა სტატუსი აქვს პარტიაში, მაგრამ მის განცხადებას ჰქვია მავნებლობა

ნახვები: 567 ანა ბუჩუკური - არ ვიცი, გიორგი ჩალაძეს რა სტატუსი აქვს პარტიაში, მაგრამ მის განცხადებას ჰქვია მავნებლობა

არ ვიცი, გიორგი ჩალაძეს რა სტატუსი აქვს პარტიაში, მაგრამ მის განცხადებას ჰქვია მავნებლობა და მეტი არაფერი, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური შაბათი – მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

ანა ბუჩუკური გამოეხმაურა გიორგი ჩალაძის განცხადებას, სადაც ის ამბობს: „თუ არ უნდათ, ქუჩაში ომი მიიღონ, მიხეილ სააკაშვილის საკითხი უნდა გადაწყდეს დადებითად. ეს არის მუქარა“.

ანა ბუჩუკურის განცხადებით, „ნაციონალურ მოძრაობას“ აღარ აქვს რესურსი, არათუ ხელისუფლებას გაუწიოს სერიოზული ოპონირება, არამედ იმის რესურსიც არ აქვს, განახლება მოახდინოს.

„როდესაც ჩვენი გუნდი ამბობს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და „ქართული ოცნება“ არის ერთი ჯოხის ორი ბოლო, ზუსტად ამას ვგულისხმობთ, მსგავს დამოკიდებულებას. ვხედავთ „ნაცმოძრაობის“ დღევანდელ უპასუხისმგებლო განცხადებებს, გადაწყვეტილებებს თუ ქმედებებს, მაგრამ ისინი ხუთი წლის წინაც არ ყოფილან განსხვავებული. ანუ, ამ შემთხვევაში მაინცდამაინც ხაბეიშვილის ხელმძღვანელობას ვერ შევტენით ამ ამბავს და ვერ დავაბრალებთ. ეს ზუსტად ის არის, რაც აცოცხლებს და აძლიერებს „ქართულ ოცნებას“. ამ მოვლენებით, რაც „ნაცმოძრაობაში“ ხდება, განსაკუთრებით დღეს, დასტურდება, რომ „ნაცმოძრაობა“ არის წარსულის წარსული. ამ პოლიტიკურ ორგანიზაციას აღარ აქვს რესურსი, არათუ ხელისუფლებას სერიოზული ოპონირება გაუწიოს, არამედ იმის რესურსიც კი არ აქვს, განახლება მოახდინოს“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, უნდა გაჰყვეს თუ არა ხელისუფლება მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელთა მოთხოვნას არსებული მტკიცებულებების და სასამართლოს გადაწყვეტილების, მათ შორის, ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების არსებობის მიუხედავად, მით უმეტეს, როცა ხელისუფლების არგუმენტია, რომ თანაგუნდელები მიხეილ სააკაშვილის მიმართ შერჩევითი სამართლის გამოყენებას ითხოვენ, ანა ბუჩუკურმა განაცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა სასჯელი უნდა მოიხადოს.

ამასთან, ბუჩუკურის თქმით, რაც შეეხება „ქართულ ოცნებას“, ამ პოლიტიკურ გუნდს გაუჭირდება, საკუთარ ამომრჩეველს აუხსნას, რატომ მიიყვანა საქმე იქამდე ან რატომ შეიძლება, მიიყვანოს საქმე იქამდე, რომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს.

„მე იურისტი ვარ და სანდრო გირგვლიანის საქმეზე სტრასბურგის გადაწყვეტილება ძალიან მძიმე გადაწყვეტილებაა წასაკითხადაც. როდესაც ამ გადაწყვეტილებას კითხულობ, აქ ჩანს მთლიანი სისტემის სიმახინჯე, რაც შექმნა „ნაცმოძრაობის“ რეჟიმმა მიხეილ სააკაშვილის დროს. რაც შეეხება იმ კონტექსტს, რა კონტექსტითაც შეკითხვა დასვით, ჩვენი გუნდი სააკაშვილის დაპატიმრების მომენტიდან ვამბობთ, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები არის აღსასრულებელი და მიხეილ სააკაშვილმა კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებების მიხედვით უნდა მოიხადოს სასჯელი, ბუნებრივია, ჯანმრთელად, ცალსახად. ვინც არ უნდა იყოს პატიმარი, პასუხისმგებლობა სრულად ეკისრება სახელმწიფოს. ესეც სამართლის ელემენტარული პრინციპია.

ჩვენი გუნდის დამოკიდებულება არის ასეთი – დიახ, კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებები არის აღსასრულებელი, ბუნებრივია, მისი ჯანმრთელობის უფლების უზრუნველყოფით. რაც შეეხება იმას, „ქართული ოცნება“ რას ფიქრობს და რას არა, სხვათა შორის, ეს პოლიტიკურადაც საკმაოდ დამაზიანებელი იქნება ამ გუნდისთვის. „ქართულმა ოცნებამ“, რომელიც ხელისუფლებაში სამართლიანობის აღდგენის დაპირებით მოვიდა, როგორ უნდა აუხსნას საკუთარ ამომრჩეველს, რატომ მიიყვანა საქმე იქამდე ან რატომ შეიძლება, მიიყვანოს საქმე იქამდე, რომ მიხეილ სააკაშვილი გაათავისუფლოს?“ – განაცხადა ანა ბუჩუკურმა.

1tv.ge

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა