კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკი - სიტუაცია რთულდება

ნახვები: 564 ვოლოდიმირ ზელენსკი - სიტუაცია რთულდება

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი აცხადებს, რომ ფრონტზე სიტუაცია რთულდება, განსაკუთრებით მძიმე ვითარებაა ამჟამად ბახმუტში, უგლედარში, ლიმანისა და სხვა მიმართულებებზე. ამის შესახებ ზელენსკიმ თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

„ომის 346 დღის განმავლობაში მე ხშირად მითქვამს, რომ სიტუაცია ფრონტზე რთულია და რომ სიტუაცია რთულდება. ახლა კვლავ ასეთი დროა, როდესაც დამპყრობელი სულ უფრო მეტ ძალას მიმართავს იმისკენ, რომ გატეხოს ჩვენი თავდაცვა. ახლა ძალიან მძიმე ვითარებაა ბახმუტში, უგლედარში, ლიმანისა და სხვა მიმართულებებზე. თუმცა ახლაც, ისევე როგორც ამ 346 დღის განმავლობაში, ჩვენი მეომრების სიმტკიცე ყველაფერს წყვეტს. ჩვენი სიმტკიცე. არა რუსეთის რაღაც მცდელობები და გეგმები, არამედ ჩვენი მებრძოლების სიმამაცე და სიმტკიცე, ყველას შედეგიანობა და სისწრაფე, ვინც უზრუნველყოფს და ეხმარება ჩვენი თავდაცვის ძალების უზრუნველყოფას. მათი ყურადღება და დამაჯერებლობა, ვინც უკრაინის საერთაშორისო პოზიციებს იცავს. ჩვენი ხალხის სიმტკიცე და ერთიანობა, ვინც ჩვენი გამარჯვებისთვის მუშაობს და ვინც მხარს უჭერს ჩვენს გმირებს და უკრაინის სახელმწიფოს“, – განაცხადა ზელენსკიმ.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა