კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა ვიქტორ იანუკოვიჩის პერიოდის, რუსეთის მოქალაქე პოლიტიკოსებს

ნახვები: 595 ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა ვიქტორ იანუკოვიჩის პერიოდის, რუსეთის მოქალაქე პოლიტიკოსებს

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ უკრაინის მოქალაქეობა ჩამოართვა ვიქტორ იანუკოვიჩის პერიოდის პოლიტიკოსებს, რომლებსაც რუსეთის მოქალაქეობა აქვთ. ამის შესახებ უკრაინული მედია იუწყება.

იმ პირებს შორის, ვისაც მოქალაქეობა ჩამოერთვათ არიან – ეროვნული თავდაცვისა და უსაფრთხოების საბჭოს ყოფილი მდივანი ანდრეი კლიუევი, განათლების ყოფილი მინისტრი დმიტრი ტაბაჩნიკი, შემოსავლების ყოფილი მინისტრი ალექსანდრ კლიმენკო, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ვიტალი ზახარჩენკო, უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი ხელმძღვანელი ალექსანდრ კლიმენკო. ასევე, სიაში მოხვდნენ ოდესის საქალაქო საბჭოს დეპუტატი, პარტია „ოპოზიციური პლატფორმა სიცოცხლისთვის“ წევრი ვიქტორ ბარანსკი. ყველა მათგანს რუსეთის მოქალაქეობა აქვთ.

ინფორმაციას ადასტურებს ფრაქცია „ხალხის მსახურის“ ხელმძღვანელი დავით არახამია. მისი თქმით, ზელენსკიმ ჩამოართვა უკრაინის მოქალაქეობა მოღალატეებს, რომლებიც იანუკოვიჩის რეჟიმის საყრდენები იყვნენ.

„მომდევნო ნაბიჯი იქნება მათ წინააღმდეგ სანქციების დაწესება, მათი მთელი ქონების, კორპორაციული უფლებებისა და სხვა აქტივების დაყადაღება და სახელმწიფოს სასარგებლოდ კონფისკაცია“, – წერს არახამია, რომელიც თავის ელექტრონულ მისამართს აქვეყნებს და მოუწოდებს მოქალაქეებს აღნიშნულ მისამართზე მიაწოდონ ინფორმაცია ზემოთ ჩამოთვლილი პირების ქონების შესახებ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა