თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

Apple-ის გაყიდვები შემცირდა

ნახვები: 519 Apple-ის გაყიდვები შემცირდა

2022 წლის ბოლოს Apple-ის გაყიდვები მნიშვნელოვნად შემცირდა. შედეგად, გასული წლის ბოლო სამ თვეში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ტექნოლოგიური გიგანტის გაყიდვები 5%-ით დაეცა, რაც 2019 წლის შემდეგ კომპანიისთვის ყველაზე დიდი ვარდნაა. 

თავად Apple-ის აღმასრულებელი დირექტორი ტიმ კუკი გაყიდვების კლებას  ჩინეთში Covid-19-ის შეფერხების გამო არსებულ მიწოდების დეფიციტს უკავშირებს. მან ხაზი გაუსვა უკრაინის ომისგან გამოწვეულ ეკონომიკურ კრიზისსაც.

”მსოფლიო უპრეცედენტო გარემოებების წინაშეა... ჩვენ ვიცით, რომ Apple არ არის დაზღვეული ამ ყველაფრისგან”, - აღნიშნა მან.

Apple-მა განაცხადა, რომ გაყიდვების შემცირება მთელ მსოფლიოში მოხდა და მისი პროდუქტების უმეტესობას შეეხო. უფრო ზუსტად, პოპულარული iPhone-ების გაყიდვები 8%-ზე მეტით შემცირდა, ხოლო Mac კომპიუტერების გაყიდვები - 29%-ით. კლებამ დააზარალა კომპანიის მოგებაც, რომელიც 13%-ით, 30 მილიარდ დოლარამდე დაეცა.

ტექნოლოგიური გიგანტის გაყიდვების ასეთი მნიშვნელოვანი კლება გასაკვირი არცაა, მით უმეტეს იმის ფონზე, როცა ანალიტიკური კომპანია Canalys-ის თანახმად, გლობალურად გაყიდული სმარტფონების რაოდენობამ გასულ წელს 12%-ით დაიკლო.

გაზრდილი ხარჯების ფონზე თავად ტექნოლოგიურმა გიგანტებმა 2022 წელს "ქამრების შემოჭერის" პოლიტიკაც დაიწყეს. მათ შორისაა, Amazon-ც, რომლის გაყიდვები 2022 წლის ბოლო 3 თვეში (წინა წელთან შედარებით) 2%-ით შემცირდა, მოგება კი 14,3 მილიარდი დოლარიდან თითქმის ნულამდე დაეცა.​ მართალია გაყიდვები არ შემცირებია ისეთ კომპანიებს, როგორიცაა Alphabet და YouTube, თუმცა ზრდაც უმნიშვნელო ჰქონდათ (მხოლოდ 1%-მდე გაიზარდა). ამის ერთ-ერთი მიზეზი გახდა ის, რომ 2022 წელს კომპანიებმა რეკლამების რაოდენობა შეამცირეს, რაც მანამდე მათთვის შემოსავლის ძირითადი წყარო იყო.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა