ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

შალვა ხაჭაპურიძე - დასკვნითი სიტყვის შემდეგ, მოსამართლე ხვალ გამოტანს გადაწყვეტილებას

ნახვები: 563 შალვა ხაჭაპურიძე - დასკვნითი სიტყვის შემდეგ, მოსამართლე ხვალ გამოტანს გადაწყვეტილებას

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, შალვა ხაჭაპურიძის განცხადებით, ხვალ სასამართლო პროცესზე, სადაც სასჯელის გადავადების ან სასჯელისგან გათავისუფლების საკითხი განიხილება, დასკვნით სიტყვებს წარმოთქვამენ. მისი თქმით, გადაწყვეტილებას მოსამართლე, სავარაუდოდ, ხვალვე გამოაცხადებს.

"დასკვნით სიტყვებს ვიტყვით და ამის შემდეგ, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას. იმედია, ეს იქნება ისტორიული გადაწყვეტილება. მასთან დაკავშირებულია ადამიანის სიცოცხლე, საქართველოს მომავალი. რაც შეეხება პენიტენციური სამსახურის მიერ წარმოდგენილ პოზიციას, გარდა გაყალბებული დასკვნისა და საეჭვო ფსიქიკური მდგომარეობის მქონე ექიმისა, არ წარმოუდგენიათ არავითარი მტკიცებულება. შესაბამისად, არ არსებობს არანაირი საფუძველი იმისა, რომ მოსამართლემ მოწინააღმდეგე მხარის პოზიცია გაიზიაროს", - აცხადებს ადვოკატი.

ხაჭაპურიძის თქმით, განხორციელებული ზეწოლების მიუხედავად, მთავარია, მოსამართლემ საკუთარ თავში იპოვოს ძალა, გაუძლოს ამ ზეწოლას და სამართლიანი გადაწყვეტილება მიიღოს.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა