კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ოლაფ შოლცი - პუტინის სიტყვები არის აბსურდული ისტორიული შედარებების სერია

ნახვები: 646 ოლაფ შოლცი - პუტინის სიტყვები არის აბსურდული ისტორიული შედარებების სერია

 უკრაინის პრეზიდენტი დათანხმდა, რომ დასავლეთის მიერ მიწოდებული იარაღი რუსეთის ტერიტორიაზე თავდასხმისთვის არ იქნება გამოყენებული და ”ამ საკითხზე კონსენსუსი არსებობს”, - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა  Bild-თან ინტერვიუში განაცხადა.

ოლაფ შოლცმა ასევე ისაუბრა რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის განცხადებაზე, როდესაც ომში ისეთი ქვეყნების ჩარევა, როგორიც არის გერმანია, პუტინმა მეორე მსოფლიო ომის დროს ბრძოლას შეადარა და აღნიშნა, რომ „წარმოუდგენელია, მაგრამ ფაქტია: ჩვენ ისევ გვემუქრებიან გერმანული Leopard ტანკებით“.

მისი თქმით, პუტინის სიტყვები აბსურდულია.

”[პუტინის] სიტყვები არის აბსურდული ისტორიული შედარებების სერია, რომელსაც ის იყენებს უკრაინაზე თავდასხმის გასამართლებლად”, - განაცხადა შოლცმა და დასძინა: „მაგრამ არაფერი ამართლებს ამ ომს“.

გერმანიის ლიდერის თქმით, გერმანია უკრაინას აწვდის საბრძოლო მასალას, რაც მას თავდაცვისთვის სჭირდება.

„ჩვენს მოკავშირეებთან ერთად ჩვენ ვაწვდით საბრძოლო ტანკებს უკრაინას, რათა მან შეძლოს თავის დაცვა”,- განაცხადა მან.

ამასთან, შოლცის თქმით, რუსეთის პრეზიდენტთან სატელეფონო საუბრისას ვლადიმერ პუტინს „არანაირი მუქარა არ ჰქონია ჩემი ან გერმანიის მიმართ“.

გერმანიის კანცლერმა აღნიშნა, რომ პუტინთან საუბარმა ნათლად აჩვენა, რომ მათ აქვთ სრულიად განსხვავებული შეხედულებები უკრაინის ომზე, რომელსაც რუსეთი "სპეციალურ სამხედრო ოპერაციას" უწოდებს.

”მე ნათლად ვუთხარი პუტინს, რომ რუსეთს აკისრია პასუხისმგებლობა ომზე”, - თქვა შოლცმა.

„რუსეთი უმიზეზოდ შეიჭრა მეზობელთან, რათა უკრაინის ნაწილი ან მთელი ქვეყანა თავის კონტროლქვეშ აეყვანა.

იმის გამო, რომ გერმანიის აზრით, რუსეთის ქმედებები არღვევდა ევროპის სამშვიდობო ჩარჩოს, ის უკრაინას ფინანსურ, ჰუმანიტარულ და სამხედრო დახმარებას უწევს”, - დასძინა შოლცმა.

ინფორმაციისთვის, ბრიტანეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ბორის ჯონსონმა, BBC-სთან საუბრისას განაცხადა, რომ რუსეთის ლიდერი მას სარაკეტო დარტყმით დაემუქრა, რომელსაც „მხოლოდ ერთი წუთი დასჭირდებოდა“. კრემლმა აღნიშნულს უპასუხა, რომ ჯონსონი ცრუობდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა