Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი პერვეზ მუშარაფი გარდაიცვალა

ნახვები: 532 პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი პერვეზ მუშარაფი გარდაიცვალა

პაკისტანის ყოფილი პრეზიდენტი, გენერალი პერვეზ მუშარაფი ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. ის 2016 წლიდან დუბაიში ცხოვრობდა.

პერვეზ მუშარაფი ხელისუფლებაში 1999 წლის სახელმწიფო გადატრიალების შედეგად მოვიდა. ის პრეზიდენტის პოსტს 2001-2008 წლებში იკავებდა. მუშარაფი არაერთ თავდასხმას გადაურჩა. ქვეყნის შიგნით წინააღმდეგობის მიუხედავად, პერვეზ მუშარაფმა 11 სექტემბრის ტერაქტების შემდეგ მხარი დაუჭირა აშშ-ის ბრძოლას ტერორიზმის წინააღმდეგ. 2008 წელს ის არჩევნებში დამარცხდა, რის შემდეგაც ქვეყანა დატოვა.

2013 წელს მუშარაფი დაბრუნდა პაკისტანში არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად, თუმცა დააკავეს და თავისი კანდიდატურის დაყენება აუკრძალეს. მას სახელმწიფო ღალატისთვის წაუყენეს ბრალი და დაუსწრებლად სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს, თუმცა ერთი თვის შემდეგ აღნიშნული გადაწყვეტილება გაუქმდა.

პერვეზ მუშარაფმა 2016 წელს მკურნალობის მიზნით პაკისტანი დატოვა და დუბაიში გაემგზავრა, სადაც ამ დრომდე ცხოვრობდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა