Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says

ირანის უზენაესმა ლიდერმა ათიათასობით პატიმარი შეიწყალა

ნახვები: 521 ირანის უზენაესმა ლიდერმა ათიათასობით პატიმარი შეიწყალა

ირანის უზენაესმა ლიდერმა, აიათოლა ალი ხამენეიმ ათიათასობით პატიმარი შეიწყალა, რომელთა შორის ბოლო ანტისამთავრობო გამოსვლების დროს დაკავებულებიც არიან. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ირანის სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.

ირანის სახელმწიფო მედიის ცნობით, შეწყალებას დაევქემდებარებიან ის პატიმრები, რომლებსაც არ აქვთ ბრალი წაყენებული ჯაშუშობაში, უცხოურ აგენტებთან პირდაპირ კონტაქტებში, განზრახ მკვლელობის ჩადენასა და სხეულის დაზიანებაში, სახელმწიფო ქონების განადგურებაში, და რომელთა საქმეზე არ არის კერძო მოსარჩელე.

აიათოლა ალი ხამენეიმ პატიმრების შეწყალება 1979 წლის ისლამური რევოლუციის წლისთავთან დაკავშირებით გამოაცხადა.

ადგილობრივი უფლებადამცველების ინფორმაციით, სექტემბერში ზნეობის პოლიციის მიერ დაკავებული ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების შემდეგ დაწყებული ანტისამთავრობო გამოსვლების დროს ირანში 20 ათასამდე ადამიანი დააკავეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა