კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მამუკა მდინარაძე - განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიულ საარჩევნო დემოკრატიაზე ღიმილის მომგვრელია

ნახვები: 471 მამუკა მდინარაძე - განცხადებები „ნაციონალური მოძრაობის“ შიდაპარტიულ საარჩევნო დემოკრატიაზე ღიმილის მომგვრელია

„ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები დემოკრატიულ ორგანიზაციად წარმოჩენას ცდილობენ. შიდაპარტიულ საარჩევნო დემოკრატიაზე განცხადებები ღიმილის მომგვრელია, – ამის შესახებ  „ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში წერს.

მისივე თქმით, სინამდვილეში, აქაც რეალობის გაყალბებას ცდილობენ.

„ნაციონალური მოძრაობის“ ორივე დანაყოფის წარმომადგენლები ცდილობენ, მათი პარტია დემოკრატიულ ორგანიზაციად წარმოაჩინონ. მელიას ფრთა და პარტიის ახლად არჩეული კომიკური ხელმძღვანელები ერთმანეთს ამუნათებენ, ჩვენ ხელისუფლებაც კი დავთმეთ დემოკრატიულად და პარტიაში რით ვერ ვიცავთ იმავე სტანდარტებსო. არაფრის დამთმობები ისინი არ იყვნენ, რომ არა ბიძინა ივანიშვილის მიერ უმაღლესი პილოტაჟით შესრულებული ურთულესი საჭადრაკო-პოლიტიკური პარტია, რის გამოც ისინი ჩიხში აღმოჩნდნენ და იძულებული გახდნენ, დაეთმოთ ხელისუფლება. მიუხედავად იმისა, რომ აბსოლუტურად ყველაფერზე იყვნენ წამსვლელები, მიუხედავად იმისა, რომ გაყალბების, ხალხზე ზეწოლისა და შანტაჟის მასშტაბი იყო წარმოუდგენელი – არც ამან უშველათ. ზუსტად იცოდნენ, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ წასვლის შემთხვევაში, გაცილებით უარესს მიიღებდნენ. ამიტომ დათმეს, მოუწიათ. ამ რეალობის ფონზე, მათი განცხადებები ეროვნული დონის თუ შიდაპარტიულ საარჩევნო დემოკრატიაზე, უბრალოდ ღიმილის მომგვრელია“, – წერს მამუკა მდინარაძე.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა