მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ლევან დავითაშვილი - სრულად ვმონაწილეობთ ძირითადი სანქციების აღსრულებაში, რომელიც ტრანსპორტის სფეროშია

ნახვები: 431 ლევან დავითაშვილი - სრულად ვმონაწილეობთ ძირითადი სანქციების აღსრულებაში, რომელიც ტრანსპორტის სფეროშია

ჩვენ მუდმივი დიალოგი გვაქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან - მიუხედავად ბევრი აჟიოტაჟისა, სრულად ვეხმარებით და ვმონაწილეობთ ძირითადი სანქციების აღსრულებაში, რომელიც ტრანსპორტის სფეროშია სხვადასხვა მიმართულებით, - ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულებისას განაცხადა.

აღნიშნულით მან ჟურნალისტის კითხვას უპასუხა, უნდა შეუერთდეს თუ არა ქვეყანა დასავლეთის მიერ რუსეთისთვის დაწესებულ სანქციებს ფრენებთან დაკავშირებით.

„ჩვენ მუდმივი დიალოგი გვაქვს ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან. ასევე, საავიაციო სფეროს მარეგულირებელ ძირითად უწყებებთან. ავიაციის სფეროში ადმინისტრირება სრულად თანხვედრაშია საერთაშორისო მოთხოვნებთან და ნორმებთან, რომელიც არსებობს. მკაფიოდ ვიცავთ ამ პრინციპებს. ასეც გააგრძელებს მომავალში ქვეყანა. ეს ვაჩვენეთ არამხოლოდ ავიაციის მიმართულებით. მიუხედავად ბევრი აჟიოტაჟისა, სრულად ვეხმარებით და ვმონაწილეობთ ძირითადი სანქციების აღსრულებაში, რომელიც ტრანსპორტის სფეროშია სხვადასხვა მიმართულებით",-აღნიშნავს დავითაშვილი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა