ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ეროვნული ბანკი - 2022 წლის დეკემბერში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 213.9 პროცენტით, მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები კი, 188.2 პროცენტით გაიზარდა

ნახვები: 548 ეროვნული ბანკი - 2022 წლის დეკემბერში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა, წინა წელთან შედარებით, 213.9 პროცენტით, მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები კი, 188.2 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2022 წლის დეკემბერში საერთაშორისო ვიზიტორების რაოდენობა წლიურად 213.9 პროცენტით გაიზარდა.

მათივე ცნობით, ტურისტების რაოდენობამ მთლიანი ვიზიტორების 60.4 პროცენტი შეადგინა და წლიურად 110.7 პროცენტით მოიმატა.

„აღნიშნულ თვეში, ერთდღიანი ვიზიტების რაოდენობა საგრძნობლად, 12-ჯერ გაიზარდა. მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები ზრდას განაგრძობს და დეკემბერში წლიურად 188.2 პროცენტით გაიზარდა. აღსანიშნავია, რომ მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლები კრიზისამდელ დონეს აჭარბებს და 2019 წლის დეკემბერს 67.2 პროცენტით აღემატება.

მოგზაურობიდან მიღებული შემოსავლების ზრდა ძირითადად რუსეთიდან (74.2 პპ), თურქეთიდან (56.0 პპ), უკრაინიდან (11.6 პპ) და სომხეთიდან (8.4 პპ) შემოსავლების ზრდას უკავშირდება“, – აცხადებენ ეროვნულ ბანკში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა