კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ნიკა მელია - გუნდის შიგნით წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩემი თხოვნით, ფორმალურად ჩვენი მეგობრები ამ ეტაპზე პარლამენტში რჩებიან

ნახვები: 410 ნიკა მელია - გუნდის შიგნით წინააღმდეგობის მიუხედავად, ჩემი თხოვნით, ფორმალურად ჩვენი მეგობრები ამ ეტაპზე პარლამენტში რჩებიან

ლ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში ერთვება და სწორედ ამ მიზეზით ტოვებს საპარლამენტო მანდატს.

„პირადად მე, მთლინად მივდივარ ოქტომბრის რეფერენდუმის ბრძოლაში და ვტოვებ იქაურობას. ეს ნიშნავს, რომ მე ვტოვებ საპარლამენტო მანდატს და თავიდან ბოლომდე ელენესთან, მეგობრებთან, ქართველ ხალხთან ერთად გადავდივარ უმნიშვნელოვანეს რეფერენდუში მონაწილეობის მისაღებად.

ამავე დროს, ჩემი უმორჩილესი თხოვნით, პრინციპული პოზიციით, პრინციპული დამოკიდებულების გათვალისწინებით გუნდის შიგნით ვთხოვე ჩემს მეგობრებს, რომ ისინი ამ ეტაპზე დარჩნენ ტექნიკურად, ფორმალურად პარლამენტში, რათა პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასასვლელი პროცედურები ბოლომდე მივაყვანინოთ „ქართულ ოცნებას". ამის შემდეგ რა თქმა უნდა, მოუწევთ ამ ყველაფრის გაკეთება და თუ ამაზეც ხელი აიღეს, საერთაშორისო საზოგადოება მეტად მკაფიოდ დაინახავს, რამხელა სივერაგესთან აქვთ საქმე.

რეფერენდუმში გამარჯვების შემდეგ ეს პარლამენტი დაიშლება და იქნება ქართველი ხალხის მიერ არჩეული ახალი ლეგიტიმური პარლამენტი. მე, ნიკა მელია ვტოვებ პარლემენტს, საპარლამენტო მანდატს, მაგრამ ჩემი პრინციპული თხოვნით, მიუხედავად წინააღმდეგობისა გუნდის შიგნით, ტექნიკურად და ფორმალურად ჩვენი მეგობრები ამ ეტაპზე პარლამენტში რჩებიან", - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა