კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება არასერიოზულია, თან ხელფასს იღებენ და თან ბოიკოტში არიან, მაგარი სამსახურია

ნახვები: 478 ალეკო ელისაშვილი - „ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება არასერიოზულია, თან ხელფასს იღებენ და თან ბოიკოტში არიან, მაგარი სამსახურია

„ნაციონალური მოძრაობის“ განცხადება არასერიოზულია. პარლამენტიდან თუ გადიან, გავიდნენ, თუ რჩებიან, იმუშაონ, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ლიდერმა, ალეკო ელისაშვილმა განაცხადა.

ელისაშვილი გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, პარტია საპარლამენტო საქმიანობაში მონაწილეობას აღარ მიიღებს.

როგორც ელისაშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა, ერთმანეთს რადიკალიზმში რამდენიმე ფრთა ეჯიბრება.

„ამბობენ, პარლამენტში ჯერ საქმიანობას ვწყვეტთო და მანდატებს დავტოვებთ თუ არა, კონსულტაციები უნდა გავიაროთო. თუ პარლამენტიდან გადიან, გავიდნენ, თუ რჩებიან, დარჩნენ და იმუშაონ. თან ხელფასს იღებენ და თან ბოიკოტში არიან. მაგარი სამსახურია, იდეალური სამსახურია – არ დადიოდე და ხელფასს იღებდე. მთელი საქართველო ასეთ სამსახურს ინატრებს. არეულები არიან, რამდენიმე ფრთა არის, რომელიც ცდილობს, ერთმანეთს გაეჯიბროს რადიკალიზმში. ძალიან უთავბოლო და ამაოა ეს ყველაფერი. რაც შემოვიდნენ, მას შემდეგ ამბობენ, რომ მანდატებს დატოვებენ. ბოდიში, მაგრამ ჩვენ ჩვენს პარტიას მივხედავთ. თავის არეულობას მიხედონ“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა