რუსეთი დრონების იერიშს რვა ოლქში იგერიებდა
War update: 102 combat clashes in Ukraine on Friday
Pence: Putin will wage war on NATO if Ukraine loses
Ukraine needs deeply echeloned air defense system – Air Force spokesperson
SBU nabs Russian accomplice for spotting strikes
In Ukraine’s south, border guards hit Russian military boat
Zelensky addresses NATO-Ukraine Council: We need at least seven more Patriot systems
პარლამენტთან აქცია 19:00 საათზე დაიწყება

ლენინიდან წულუკიანამდე

07.30.2021 | 12:33 ნახვები: 755

1917 წელი - ლენინმა სიტყვის, გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლება შეზღუდა. ლენინის ბრძანების თანახმად, აღნიშნული შეზღუდვა სამოქალაქო ომის დასრულებისთანავე უნდა გაუქმებულიყო, თუმცა ეს ასე არ მოხდა, ვინაიდან ლენინი მიიჩნევდა, რომ სიტყვის თავისუფლება ძალაუფლებას დააკარგვინებდა.

დღეს 2021 წელია, მაგრამ ვბრუნდებით 1922 წელში, მაშინ როცა ცენზურის ყველაზე დიდი ორგანო „მთავლიტი" შეიქმნა და მას ნიკიტა ხრუშჩოვის ქალიშვილის ქმარი - ალექსეი აჯუბეი ხელმძღვანელობდა, რომელიც საბჭოთა კავშირის გაზეთების მთავარი რედაქტორი იყო.

საინტერესოა, დიქტატურის და ავტორიტარიზმის რეჟიმის შესუსტების ნაცვლად, რატომ აქტიურდება ცენზურის მოთხოვნა 21-ე საუკუნის საქართველოში.

სხვადასხვა წყაროებიდან თუ სწორად მახსოვს, 1918 წლის 26 მაისს გამოცხადებული დამოუკიდებლობის შემდეგ, საქართველოს რესპუბლიკაში პრესის ცენზურა გაუქმდა და თავისუფალი სიტყვა ისმოდა. მაგრამ 2021 წლის საქართველოს კულტურის მინისტრად მოევლიანა, არც მეტი არც ნაკლები, თეა წულუკიანი, რომელმაც მოსვლის წამიდანვე გადაწყვიტა, რომ თუ ვინმეს განსხვავებული აზრი ექნებოდა, გაარკვევდა, გამოიძიებდა და კონკრეტული სუბიექტის მიმართ შემდეგ მიიღებდა გადაწყვეტილებას. ანუ ადამიანმა კულტურის წარმოამდგენლების მიმართ რეპრესიები მოსვლის დღიდანვე დაანონსა და თქვა, რომ კულტურაში განსხვავებული აზრი ვერ გაიჭაჭანებდა. ასეც ეგონა ალბათ, „ვეფხისტაყოსნის" ცოდნით თავმომწონე მინისტრს, რომ მართლა ჩაიგდება კულტურის სადავეებს ხელში და მათრახის შემოკვრის შემდეგ ყველას ჩარჩოში მოაქცევდა. ასე კი არ გამოვიდა.

საგანგაშო ვითარება შეიქმნა - ლიტერატრურულ კონკურს „ლიტერას" დღითიდღე, კონკურსანტები და ჟიურის წევრები ეთიშებიან. ერთ-ერთი არგუმენტი კი წულუკიანის მიერ, როგორც ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, „სტაჟიანი ცენზორის" - სოსო ჭუმბურიძის ჟიურის წევრად წარდგენა იყო. კონკურსი კი ამ გადწყვეტილების გამო უკვე მონაწილეთა და ჟიურის წევრების გარეშე რჩება. წულუკიანს, რომელსაც ჟურნალისტების ეშინია, მათ მიკროფონებს ართმევს და „სახლში მიაქვს", კულტურის სფეროს წარმომადგენლები აუჯანყდნენ. ხელოვანებმა მინისტრს აჩვენეს, რომ მწერალს ცენზორი არ სჭირდება და „ნუ იფიქრებ შენი მათრახის მოქნევის ვინმეს ერთი წამით შეეშინდეს". ნეტავ, რას შვრება ახლა კულტურის მინისტრი, პირველი ფარსი მინისტრობის პერიოდში უკვე გამოსცადა... ბოიკოტი „ლიტერას" რეალურად არის „ბოიკოტი წულუკიანს!"

„ლიტერას" ირგვლივ განვითარებულ მოვლენებზე და ქვეყანაში კულტურის სფეროში მიმდინარე პროცესების შესაფასაებლად ხელოვნებათმცოდნე ლელა ოჩიაურს დავუკავშირდა.

ლელა ოჩიაური: აბსოლუტურად მხარს ვუჭერ, მორალურადაც... ნებისმიერი ესეთი გადაწყვეტილება, მწერლისგან იქნება თუ ხელოვნების სხვა სფეროს წარმომადგენლისგან, ჩემთვის სრულიად მისაღებია. მესმის მათი ძალიან კარგად. ცხადია, რომ ისინი არიან თავიანთ არჩევანში - ასეთ გადაწყვეტილებაში - მართლები... რა მიზეზიც არ უნდა იყოს, რა საფუძველიც არ უნდა იყოს. მით უმეტეს, როცა ეს არ არის ერთი ადამიანის ახირება, ეს არის საკმაოდ სერიოზული ჯგუფი ადამიანების, რომლებმაც გადაწყვეტილება დამოუკიდებლად მიიღეს. დარწმუნებული ვარ, რომ მათი არჩევანი არის საფუძვლიანიც, მართალიც და ყოველგვარი სხვა ქვეტესქტების გარეშე.

წულუკიანს ეგონა, რომ აიღებდა ხელში სადავეებს და თანამდებობიდან გადმოკრული „მათრახით" თავის აზრზე გადაიყვანდა კულტურის სფეროს წარმომადგენლებს. მაგრამ ხომ არის გამოცდილება, რომ ვერასდროს, ვერ შეძლო ვერავინ თავიუსუფალი სიტყვის ჩაკვლა?

ჩვენ ძალიან ცუდი ისტორიული გამოცდილება გვაქვს. ძალიან ცუდი იდეოლოგიის გამოცდილება, რამაც ფაქტობრივად ჩვენი ქვეყანა 70 წლის განმვალობაში მძიმე ცხოვრებით ატარა.

საბჭოთა პერიოდს გულისხმობთ...

დიახ, ჩვენ ისიც ვიცით, რომ როგორც კი იწყება წნეხი, იმ წუთას ჩნდება წინააღმდეგობა. იმ წუთას ჩნდება პროტესტის არა მარტო გრძნობა, არამედ ქმედება. ისიც ვიცით - ხელოვანი იმიტომაც არის ხელოვანი, იმისთვის არსებობს, რომ თავისუფლების მთავარი აზრის მატარებელი იყოს.

ხელოვანის, როგორ ხარისხისაც არ უნდა იყოს ის, შემყურე არის საზოგადოება და მიმდევარიც ნებისმიერ სწორ გადწყვეტილებაში - იქნება ეს დემოკრატიული გზა, თავისუფლებისკენ სწრაფვა, და აქ საუბარია არამარტო ფიზიკური თავისუფლებაზე, არამედ თავისუფლებაზე, როგორც იდეაზე. არ აქვს მნიშვნელობა, მინისტრი იქნება თუ სხვა სტატუსში მყოფი ადამიანი, მაგრამ მითუმეტეს ასეთ თანმდებობაზე მყოფს, არ აქვს უფლება, რომ ვიღაცას რაღაც მიუთითოს.

ნებისმიერ ხელისუფალი, უნდა იყოს ხალხის სამსახურში, უნდა ექვემდებარებოდეს იმ სურვილებს რასაც მოითხოვს მისგან საზოგადოება, თუნდაც ერთი ადამიანი.

მიკროფონის წართმევის ფაქტს თუ გავიხსენებთ და კომენტარებს, ცხადია, რომ ქალბატონი წულუკიანი ბოიკოტს უცხადებს მისთვის არასასურველ მედიას თუ ჟურნალისტებს. მაგრამ ახლა ვხედავთ, რომ ხელოვნების სფეროს წარმომადგენლები ბოიკოტის რეჟიმში არიან წულუკიანის მიმართ.. რა აზრი აქვს ისეთი კონკურსის ჩატარებას რომელიც კონკურსანტთა უმრავლესობამ და ჟიურის წევრების ნაწილმა დატოვა?

მე ვფიქრობ, რომ აზრზე ლაპარაკიც აღარაა საჭირო. ეს კონკურსი ფაქტობრივად ჩაშლილია და რამდენადაც ვიცი არამარტო კონკურსანტები თქვეს უარი, არამედ ჟიურის წვერებმაც. ძალად ვერც კონკურსს ჩაატარებ, თუ არ არსებობს ადამიანის სურვილი და ნება მიიღოს მასში მონაწილეობა. ცხადია, რომ აღარ არსებობს ეს კონკურსი, რომელიც წლების განმავლობაში იყო კარგად ორგანიზებული და სამართლიანი.

არ მესმის ასე რატომ უნდა ვიმოქმედოთ, რაც გავქვს დავანგრიოთ და საპირწინოდ არაფერი შევთავაზოთ უკეთესი. მართლა არ მესმის, რატომ მოხდა ეს, რატომ მიიღეს ესეთი გადაწყვეტილება რამაც გააფუჭა კარგად დაწყებული საქმე.

რატომ ცდილობენ ხელისუფლებები, რომ კულტურის სფეროს წარმომდგენლებზე ჰქონდეთ ძალაუფლება...

ბანლური ჭეშმარიტებაა - კულტურა არის მთავარი, რაც ნესბიმიერ ქვეყანას გააჩნია. კულტურის სფეროს წარმოამდგენლები არიან ის ადამიანები, ცოტა პათეტიკურად ვიტყვი, ვისით ამაყობს ქვეყანა. როცა ვსაუბროთ კულტურაზე, ვსაუბრობთ წარსულზეც და ვსაუბრობთ თანამდროვეობაზეც. და, რა თქმა უნდა, კულტურის სფეროს წარმომადგენელი არის საზოგადოებაზე ყველაზე დიდი გავლენის მქონე ადამიანი.

მათ ჰყავთ მიმდევრები და მათ სიტყვას აქვს გავლენა..

სიტყვას ყველაზე დიდი ძალა აქვს - ის დამანგრეველია ნებისმიერი ხელისუფლებისთვის. ბუნებრივია, რომ ამ სფეროს წარმოამდგენლების მართვა ბევრად უფრო საჭიროა, ხელისუფლებისთვის, ვიდრე იმ ადამიანების მართვა, რომლებსაც საზოაგოდოება არ იცნობს. ამ ადამიანების გავლენა ნებისმიერი ხელისუფლებისთვის არის ძალიან საშიში. ყველა ხელისუფლებისთვის, როგორი ფორმისაც არ უნდა იყოს სახელმწიფოს მართვის სტილი, იქნება ეს დემოკრატიული თუ ავტორიტარული.

1918 წელს სიტყვის თავისუფლება დამოუკიდებლობამ მოიტანა... შემდეგ რაც მოხდა ეს ყველამ იცის, თქვენც ბრძანეთ. სულ ბრძოლა იყო დამოუკიდებლობისთვის და სიტყვის თავისუფლებისთვის. რატომ ცდილობს წულუკიანი თანამედროვე პერიოდში ავტორიტარიზმის დემონსტრირებას, ცენზურის დამკვიდრებას?

მეც ძალიან მიკვირს და არ მესმის - ვერც ვსხნი. თუმცა მაქვს აზრი, რომ ცენზურა არის კარგი საშუალება საზოგადობის მართვისთვის და მათზე გავლენის მოსახდენად. მაგრამ არ გამოვა ეს.

რა გაძლევთ ამის თქმის საფუძველს?

ძალაუფლება ძალიან კარგი რამ არის - ტკბები ამ ძალაუფლებით, ტკბები იმით რაც მოგეცა, ტკბები იმით, რომ ვიღაცას რაღაც გაუკეთო ან არ გაუკეთო, ვიღაცას რაღაც დაუშალო ან პირიქით - ფიანდაზები დაუფინო. ძალაუფლებით ტკბობა იყო სულ, რაც ადამიანი არსებობს. მე არასდროს მქონია თანამდებობა და არ ვიცი ეს როგორ ხდება, მაგრამ შორიდან შემიძლია დავინახო, რომ ამით ტკბება. ოღონდ გააჩნია რა უნდა ხელისუფალს, ან იმ ადამიანს, რომელმაც სადავეები ხელში ჩაიგდო. გააჩნია რა უნდა - ან აშენებ საზოგადოებას, ან ანგრევ.

თუ ჩვენ მართლა გავიხსნებთ 1918 წლიდან ისტორიას, იბრძოდა ჩვენი ქვეყანა სიტყვის თავისუფლებისთვის, რომლისთვისაც ისევ ვიბრძვით და რა გვინდა, დავკარგოთ ის, რაც ჩვენ სისხლით მოვიპვოეთ? არ გვინდა ჩვენ ამის დაკარგვა.

მაგრამ ადამიანებში გაჩნდა თავისუფლების დაკარგვის გრძნობა, განცდა...

ეს გრძნობა ჩნდება მაშინ, როგორც კი ვიღაცას უჩნდება იმის სურვილი, რომ დაგაკარგვინოს მონაპოვარი. თავისუფლების დაკარგვის გრძნობისკენ და განცდისკენ არ უნდა წაგიყვანოს ადამიანმა, რომელიც სახელმწიფოში ყველაზე მთავარი ღირებულების სფეროს - კულტურას ხელმძღვანელობს.

ჩვენ ხომ ვაკეთებთ ყველაფერს მომავლისთვის. მომავალში რომ გავიხედოთ, შეიძლება ძალიან ბევრი ჩიხი აღმოჩნდეს, როგორც კი ასეთ გზას ავირჩევთ. არავის არ გაუმართლა ასეთი გზის არჩევამ - ადრე თუ გვიან ყოველთვის მარცხით მთავრდებოდა ხოლმე ესეთი გადაწყვეტილებები. ალბათ ჯობია, რომ ცოტა სხვანაირად შევხედოთ საკუთარ თავს, საზოგადოებას და რაც მთავარია ჩვენ არაჩეულბრივ სამშობლოს.

ესაუბრა ზუკა ნემსაძე

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა