კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

რიში სუნაკი - უკრაინელები Challenger 2 ტანკებს უკვე შემდეგ თვეში გამოიყენებენ - არ შეიძლება დავუშვათ, რომ უკრაინა კვლავ გახდეს მოწყვლადი სამიზნე ახალი აგრესიისთვის

ნახვები: 419 რიში სუნაკი - უკრაინელები Challenger 2 ტანკებს უკვე შემდეგ თვეში გამოიყენებენ - არ შეიძლება დავუშვათ, რომ უკრაინა კვლავ გახდეს მოწყვლადი სამიზნე ახალი აგრესიისთვის

ბრიტანული Challenger 2 ტანკები უკრაინას უკვე მარტში გადაეცემა. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა უკრაინის პრეზიდენტთან ვოლოდიმირ ზელენსკისთან ერთად გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მას შემდეგ, რაც ისინი დიდ ბრიტანეთში უკრაინელ სამხედროებს შეხვდნენ, რომლებიც მომზადებას გადიან.

“უკრაინელი ეკიპაჟები, რომლებიც წინა კვირას სწავლებებზე ჩამოვიდნენ, Challenger 2 ტანკებს უკრაინის სუვერენული ტერიტორიის დასაცავად უკვე შემდეგ თვეში გამოიყენებენ. და ჩვენ დღეს მომზადების პროგრამის გაფართოებაზე შევთანხმდით, რომელიც უკვე 10 ათასმა უკრაინელმა სამხედრომ გაიარა, რომ იგი საზღვაო ქვეითებსა და გამანადგურებლების პილოტებზე გავრცელდეს”, - აღნიშნა სუნაკმა.

მან განაცხადა, რომ დიდი ბრიტანეთი ძალისხმევას მიმართავს, რათა დასავლური იარაღი უკრაინას უახლოეს კვირებში გადაეცეს და არა თვეებისა და წლების შემდეგ.

“უკრაინა მოკლევადიან პერსპექტივაში უნდა შევაიარაღოთ, და ასევე გრძელვადიანი პერსპექტივისთვის უნდა გავაძლიეროთ. არ შეიძლება დავუშვათ, რომ უკრაინა კვლავ გახდეს მოწყვლადი სამიზნე ახალი აგრესიისთვის”, - თქვა სუნაკმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა