Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg
Ukraine`s capitulation would amount to the capitulation of us all, Merz says
Tusk calls Lviv Regional Council`s UPA resolution “suicidal tactics”
Ukraine could receive €17 B in budget support this year, subject to reforms, Costa says
Khmara, Drapatyi discuss stable arms supplies with Lockheed Martin delegation

ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე - ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში?

ნახვები: 414 ირაკლი კობახიძე სააკაშვილზე - ბახმუტში გავუშვათ სამკურნალოდ თუ კიევში?

ბახმუტში უნდა გავუშვათ, თუ სად უნდა გავუშვათ სამკურნალოდ, გინდათ კიევში და ლვოვში, ეს ხომ სირცხვილია და ღირსების საქმეა, რომ არ მოვითმინოთ ასეთი სამარცხვინო განცხადებები უკრაინის ხელისუფლების მაღალჩინოსნების მხრიდან,- ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების” თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

კობახიძის თქმით, იუსტიციის მინისტრმა შესთავაზა, ჩამოეყვანათ ნებისმიერი უცხოელი ექიმი, რასაც მათი მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია.

„ყველაზე სათუთი ფსიქიკა აღმოაჩნდა მიხეილ სააკაშვილს ცხრა ათას პატიმარს შორის. გაუგონარ რაღაცებზე ვსაუბრობთ. სირცხვილიც არის ასეთ თემებზე ლაპარაკი რომ გვიწევს, ეს ერთი. მეორე, იუსტიციის მინისტრმა გააკეთა ღია შეთავაზება, ჩამოეყვანათ ნებისმიერი ექიმი. აქ ყველანაირი აპარატურა არის, არაჩვეულებრივი პირობებია ყველაფერი. თუ ექიმები არ მოსწონთ, აქაც შეთავაზება გააკეთა იუსტიციის მინისტრმა, ჩამოეყვანათ ნებისმიერი უცხოელი ექიმი და მიხედავდა პატიმარს. ამაზე არანაირი რეაგირება არ იყო ხომ? რა დარჩა, არაფერი. ერთადერთი დარჩა ქართული ჰაერი. თუ ქართული ჰაერი აისახება უარყოფითად მის ჯანმრთელობაზე, ეს არ ვიცი. თუ მაინცდამაინც პოლონური ან უკრაინული ჰაერი უნდა ჩაყლაპოს. უკრაინული მხარე რომ გეუბნება, უკრაინაში გამოუშვი სამკურნალოდო, ეს ახლა დაცინვა არ არის?“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა