ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

როგორც კი ჩვენ დავინახავთ, რომ პაციენტების მოთხოვნა ვაქცინაციაზე მაღალია, დაემატება აცრის სივრცეები - ეკატერინე ტიკარაძე

ნახვები: 389 როგორც კი ჩვენ დავინახავთ, რომ პაციენტების მოთხოვნა ვაქცინაციაზე მაღალია, დაემატება აცრის სივრცეები - ეკატერინე ტიკარაძე

„ვაქცინაციის პროცესი გეგმისამებრ მიმდინარეობს, რაც გულისხმობს იმას, რომ მასიური ღონისძიებების ჩატარებას ვგეგმავდით ივლისის ბოლოს, აგვისტოს ბოლოს და სწორედ დათქმულ თარიღებში ჩვენ დავიწყეთ ვაქცინაციის პროცესი. შესაბამისი სივრცეები ეწყობა", - ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ განაცხადა.

„როგორც კი ჩვენ დავინახავთ, რომ პაციენტების მოთხოვნა ვაქცინაციაზე მაღალია, დაემატება აცრის სივრცეები. შესაბამისად, შეგვიძლია მოთხოვნა - მიწოდების ბალანსი ვაკონტროლოთ და ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნა დავაკმაყოფილოთ. აქედან გამომდინარე, ბატონი ამირანის განცხადება, რომელიც მედიისთვის და მოსახლეობისთვის შესაძლოა ამბიციურია, შესაძლებელია სრულიად აღსრულებადი იყოს", - განაცხადა ტიკარაძემ.

როგორც მინისტრმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, კლინიკურ სექტორში ამ ეტაპზე 7 000-მდე საწოლია მობილიზებული, საიდანაც 6 000 -მდე უკვე დაკავებულია, რაც საკმაოდ რთულ ეპიდემილოგიურ სიტუაციაზე მიუთითებს.

„რა თქმა უნდა, ჩვენ ჯანდაცვის სამინისტროში ვმუშაობთ იმისთვის, რომ მობილიზებული იყოს საწოლები. დღეს უკვე ჯანდაცვის სისტემაში იმართება 31ათას პაციენტზე მეტი, აქედან პაციენტების უმეტესობა მკურნალობას გადის ბინაზე და აქტიურად არიან ჩართულები ჩვენი ოჯახის ექიმები. ისინი კონსულტაციას უწევენ პაციენტებს ბინაზე მკურნალობაში. ასევე, საჭიროების შემთხვევაში, რა თქმა უნდა, პაციენტები გადადიან იმ კლინიკებში, რომელსაც ოჯახის ექიმი გადაწყვეტს და შესაბამისად, ისინი გადიან კიდევ დიაგნოსტიკას, ასევე, მობილიზებულია და ეტაპობრივად იზრდება საწოლფონდი კოვიდსასტუმროებში და დღესდღეობით კლინიკურ სექტორში მობილიზებულია 7 ათასამდე საწოლი, საიდანაც 6 ათასამდე საწოლი დაკავებულია. ამ ეტაპისთვის მკურნალობას ინტენსიურ განყოფილებაში გადის 1200-მდე პაციენტი, რაც, რა თქმა უნდა, არის საყურადღებო", - განაცხადა ტიკარაძემ.

ტიკარაძე მოუწოდებს მოსახლეობას, მაქსიმალურად ჩაერთონ ვაქცინაციის პროცესში.

,,მოვუწოდებ ჩვენს მოსახლეობას, ინტენსიურად ჩაერთონ აცრებში, ასევე, არ დაავიწყდეთ, რომ მნიშვნელოვანია პირბადის გამოყენება და სოციალური დისტანცია", - განაცხადა ტიკარაძემ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა