კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საგარეო უწყება - თურქეთის სტიქიის ზონაში მიმდინარეობს ორი მოქალაქის სამძებრო სამუშაოები

ნახვები: 507 საგარეო უწყება - თურქეთის სტიქიის ზონაში მიმდინარეობს ორი მოქალაქის სამძებრო სამუშაოები

თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მასშტაბური მიწისძვრის შემდეგ თურქეთში საქართველოს საელჩო სტიქიის ზონაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების დასახმარებლად კვლავ აგრძელებს საგანგებო რეჟიმში მუშაობას.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, საქართველოს მოქალაქეების მდგომარეობისა და ადგილსამყოფელის დადგენის მიზნით, საელჩო მუდმივ კავშირზეა თურქეთის რესპუბლიკის საგანგებო სიტუაციების ცენტრთან (AFAD).

აღსანიშნავია, რომ 24-საათიან რეჟიმში მუშაობს თურქეთში საქართველოს საელჩოს ცხელი ხაზის ნომრებიც, სადაც ამ დროისათვის საქართველოს მოქალაქეებისა და მათი ოჯახის წევრების ათასზე მეტი სატელეფონო ზარი და მომართვაა შემოსული. როგორც ცნობილია, ამ ეტაპზე საქართველოს სამი მოქალაქის გარდაცვალებაა დადასტურებული, მათ შორის ერთი მოქალაქე უკვე გადასვენებულია საქართველოში. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის დადგენილია საქართველოს ათობით მოქალაქის ადგილსამყოფელი, მათი მდგომარეობა კი დამაკმაყოფილებელია. მიმდინარეობს სამძებრო-სამაშველო სამუშაოები ორ მოქალაქესთან დაკავშირებით ქ. გაზიანთეფსა და ქ. ისქანედრუნში.

საელჩო აქტიურად მუშაობს სტიქიის ზონაში მყოფი მოქალაქეების უსაფრთხოდ გამოყვანის და მათი დახმარების ალტერნატიული გზების ძიებაზე. უნდა აღინიშნოს, რომ სტიქიის ზონაში კვლავ შეფერხებულია თავისუფალი გადაადგილება, ხოლო ავტომაგისტრალებზე მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები.

სტიქიის ზონის მიმართულებით თავისუფალი გადაადგილება შეუძლიათ მხოლოდ სამაშველო ჯგუფებსა და ჰუმანიტარული დახმარების კოლონებს. ვითარებას კიდევ უფრო ამძიმებს რთული მეტეოროლოგიური პირობები, სიცივე და დიდთოვლობა. ყოველდღიურად იმატებს დაზარალებულთა და გარდაცვლილთა საერთო რიცხვი. თურქეთში საქართველოს საელჩო მუდმივ კონტაქტზე რჩება სტიქიის ზონაში მყოფ საქართველოს მოქალაქეებთან, მათი საჭიროებების დადგენის მიზნით“, – აცხადებენ საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა