მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

„ჩვენ უნდა ვუჩვენოთ საზოგადოებას, რომ გაცილებით უფრო პასუხისმგებლობით ვუდგებით ქვეყნის მომავალს, ვიდრე „ქართული ოცნება“ - გიორგი ვაშაძე

ნახვები: 379 „ჩვენ უნდა ვუჩვენოთ საზოგადოებას, რომ გაცილებით უფრო პასუხისმგებლობით ვუდგებით ქვეყნის მომავალს, ვიდრე „ქართული ოცნება“ - გიორგი ვაშაძე

„ჩვენ დასავლეთს უნდა მოვუსმინოთ აუცილებლად და პირველ რიგში, ქართველ ხალხს. დიახ, სახელმწიფო ინტერესები უნდა დავაყენოთ წინ და არ უნდა მივიღოთ ემოციური გადაწყვეტილებები. უნდა ვიყოთ თანმიმდევრულები. ჩვენ გვჭირდება საკონსტიტუციო ცვლილებები, რათა სრულად პროპორციულ სისტემაზე გადავიდეთ და გავიმარჯვოთ რეფერენდუმში", - განაცხადა „tv პირველლის" ეთერში, „სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ.

ვაშაძის შეფასებით, ოპოზიცია ამ ეტაპზე სწორად მოქმედებს, რადგან არ იღებს ემოციურ და ნაჩქარევ გადაწყვეტილებებს.

„ვფიქრობ, რომ საკმაოდ სწორად ვმოქმედებთ და არ ვიღებთ ემოციურ ფონზე გადაწყვეტილებას. მივესალმები იმ დისკუსიას, რომელიც „ნაციონალურ მოძრაობაშია" ახლა დოკუმენტთან დაკავშირებით, ჩვენ უნდა ვუჩვენოთ საზოგადოებას, რომ გაცილებით უფრო პასუხისმგებლობით ვუდგებით ქვეყნის მომავალს, ვიდრე „ქართული ოცნება", - განაცხადა ვაშაძემ.

მისივე თქმით, აუცილებელია, ოპოზიციამ არ ელაპარაკოს ამომრჩეველს მხოლოდ ტელეეთერებიდან.

„ყოველთვის უნდა ეძებო ხარვეზები საკუთარ თავში და ჩვენ, ის პოლიტიკური ძალა ვართ, რომელიც ფიქრობს, რომ მუდამ უნდა გქონდეს კომუნიკაცია და პირისპირ შეხვედრები საზოგადოებასთან",- განცხადა ვაშაძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა