თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

ევროპარლამენტის წევრი რადოსლავ სიკორსკი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ყოველწლიურად 100 ათას დოლარს იღებს

ნახვები: 496 ევროპარლამენტის წევრი რადოსლავ სიკორსკი არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან ყოველწლიურად 100 ათას დოლარს იღებს

ევროპარლამენტის წევრი, პოლონელი დეპუტატი რადოსლავ სიკორსკი ყოველწლიურად არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან 100 ათას დოლარს იღებს, – როგორც საერთაშორისო მედია წერს, ამის შესახებ ნათქვამია ნიდერლანდური გამოცემის, NRC-ის გამოძიებაში.

კერძოდ, გამოძიების ცნობით, სიკორსკი რეგულარულად ჩადის არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სადაც ძვირადღირებულ კურორტებზე უფასოდ რჩება და 2017 წლის შემდეგ Sir Bani Yas-ის ფორუმის მრჩეველთა საბჭოში როლისთვის სპარსეთის ყურის ქვეყნისგან ყოველწლიურად 100 ათას დოლარს იღებს.

გავრცელებულ ინფორმაციას ღია წერილით გამოეხმაურა პოლონელი ევროპარლამენტარი რადოსლავ სიკორსკი და განაცხადა, რომ ყველა მისი მისია დეკლარირებული აქვს. როგორც კანონმდებელი აღნიშნავს, პარლამენტის ფარგლებს გარეთ მისი ეს საქმიანობა შესულია ფინანსურ დეკლარაციაში, რომელიც პოლონეთის პარლამენტს წარუდგინა.

სიკორსკის განცხადებით, Sir Bani Yas-ის ფორუმი ყველაზე ავტორიტეტული კონფერენციაა ახლო აღმოსავლეთში. მისი თქმით, ფორუმის მრჩეველთა საბჭოში შედიან ისეთი პირები, როგორებიც არიან: ავსტრალიის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, გაერთიანებული სამეფოს საგარეო საქმეთა ყოფილი მდივანი, 2022 წლის ფორუმის მონაწილეთა შორის კი კლიმატის საკითხებში აშშ-ის სპეციალური წარმომადგენელი კო კერი და ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჟოზეფ ბორელი იყვნენ.

სიკორსკი ამბობს, რომ ფორუმთან დაკავშირებული მისი პრესტიჟული როლის დაკავშირება ევროპარლამენტში მის პოზიციასთან არასწორია.

როგორც გამოცემა „პოლიტიკო“ წერს, პოლონეთის პარლამენტისთვის წარდგენილ ბოლო დეკლარაციაში სიკორსკი პირდაპირ აღიარებს თავის როლს Sir Bani Yas-ის ფორუმში და 100 ათასი დოლარის ოდენობის ანაზღაურებას. ევროპარლამენტისადმი წარდგენილ დეკლარაციაში კი, რომელიც 2021 წელს არის განახლებული, ნათქვამია, რომ ის ყოველთვიურად იღებს 10 ათასს ევროს მის საკონსულტაციო სამსახურში, Sikorski Global-ში საქმიანობიდან.

დოკუმენტის თანახმად, აღნიშნული საქმიანობა მოიცავს მრჩეველთა სხვადასხვა საბჭოში მუშაობას, მათ შორის Sir Bani Yas-ის. ნიდერლანდული გამოცემის, NRC-ის გამოძიებაში აღნიშნულია, რომ არაბულ ფორუმში სიკორსკის საქმიანობის პირდაპირი გავლენა არ ჩანს, იმის მიუხედავად, რომ ჟურნალისტების მიერ ჩატარებულმა ანალიზმა აჩვენა, რომ ევროპარლამენტში სიკორსკი იკავებს პოზიციებს, რომლებიც ხელსაყრელია არაბთა გაერთიანებული საამიროებისთვის და მისი უახლოესი მოკავშირისთვის – საუდის არაბეთისთვის, რაც, ჩვეულებრივ, ემთხვევა „ქრისტიან-დემოკრატების“ ჯგუფის პოზიციას.

ნიდერლანდული გაზეთი აღნიშნავს სიკორსკის მხარდაჭერას საუდის არაბეთში სიკვდილით დასჯის შესახებ რეზოლუციის შემსუბუქების მცდელობის მიმართ. ამასთან, მან წინააღმდეგ მისცა ხმა, როდესაც ევროპარლამენტი კენჭს უყრიდა რეზოლუციას, რომელიც მოუწოდებდა ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, შეეწყვიტათ საუდის არაბეთისთვის იარაღის მიწოდება ჟურნალისტის, ჯამალ ხაშოგის მკვლელობის შემდეგ. თავად სიკორსკი აცხადებს, რომ კენჭისყრის დროს ხმას აძლევს ევროპარლამენტში მისი პოლიტიკური ჯგუფის – „ევროპის სახალხო პარტიის“ ჯგუფის რეკომენდაციების შესაბამისად.

ევროპარლამენტში გახმაურებული კორუფციული სკანდალის შემდეგ, ინსტიტუტი საგარეო გავლენებთან დაკავშირებით გამჭვირვალობის წესების რეფორმაზე მუშაობს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა