ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

აშშ-მა ალასკის თავზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდო

ნახვები: 472 აშშ-მა ალასკის თავზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდო

შეერთებული შტატების F-22 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავმა ალასკის თავზე ამოუცნობი მფრინავი ობიექტი ჩამოაგდო, რომელიც არქტიკის ოკეანეში ჩავარდა, - ამის შესახებ თეთრი სახლის სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში, ჯონ კირბიმ განაცხადა.

მისი თქმით, ობიექტი აშშ-ის მთავრობის ყურადღების ცენტრში პირველად ხუთშაბათ საღამოს მოექცა და ჩამოგდებამდე ის შეერთებულმა შტატებმა უპილოტო მფრინავ ობიექტად შეაფასა.

„ობიექტის ჩამოგდების ბრძანება პრეზიდენტმა გასცა”, - აღნიშნა ჯონ კირბიმ.

მისი თქმით, ამ დროისთვის უცნობია, ვის ეკუთვნის ობიექტი.

ამასთან, პენტაგონის პრესსპიკერის, ბრიგადის გენერალ პეტ რაიდერის განცხადებით, ობიექტი 12 190 მეტრის სიმაღლეზე მოძრაობდა და საფრთხეს წარმოადგენდა სამოქალაქო ავია მიმოსვლისთვის, რის გამოც ალასკას საჰაერო სივრცე დროებით დაიხურა.

მისივე თქმით, ობიექტი გაცილებით მცირე იყო, ვიდრე ჩინური სათვალთვალო აეროსტატი, რომელიც, რამდენიმე დღის წინ, ატლანტის ოკეანის თავზე ჩამოაგდეს.

„ობიექტი დაახლოებით, პატარა მანქანის ზომის იყო, ის არც ზომით და არც ფორმით არ ჰგავდა სათვალთვალო ბუშტს, რომელიც სამხრეთ კაროლინას სანაპიროზე 4 თებერვალს ჩამოაგდეს“, - განუცხადა რაიდერმა ჟურნალისტებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა