Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military
EU strategy to end war based on ‘peace through strength’ formula – Kubilius
Russian ballistic attack leaves one dead, 22 injured, causes damage in six Kyiv districts
Russian forces lose another 2,250 soldiers in war against Ukraine over past day
European Defence Innovation Forum to return to The Hague, with special focus on Ukraine`s battlefield experience
ევროპის საბჭო უკრაინაში თანასწორობის დაცვის კუთხით პროგრესს აღნიშნავს, თუმცა ბოშებისა და ლგბტი ადამიანების უფლებების უკეთ დაცვას მოითხოვს
Council of Europe urges Ukraine to strengthen protection of Roma and LGBTI people against discrimination

პრემიერ-მინისტრი „ბაკურიანი 2023-ის“ ფარგლებში, ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

ნახვები: 645 პრემიერ-მინისტრი „ბაკურიანი 2023-ის“ ფარგლებში, ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს გაეცნო

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ვიცე-პრემიერთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრთან, ლევან დავითაშვილთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატის, „ბაკურიანი 2023-ის“ ფარგლებში დაბა ბაკურიანში სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, მათ შორის, ახალი საშეჯიბრო ტრასები დაათვალიერა და ჩემპიონატის მოსამზადებელ სამუშაოებს ადგილზე გაეცნო.

პრემიერ-მინისტრი დიდველის ახალ საშეჯიბრო ტრასაზე იმყოფებოდა და იქ არსებული ინფრასტრუქტურა პირადად დაათვალიერა.

„მასშტაბური სამუშაოები განხორციელდა ჩვენი მთავრობის მიერ. სამი ახალი საბაგირო ავაშენეთ, 6 ახალი ტრასა მოეწყო და 30 კილომეტრის მანძილზე ახალი გათოვლიანების სისტემა. ეს არის ყველაზე თანამედროვე სისტემა, რომელიც დამონტაჟდა ბაკურიანში. ჩვენ ველოდებით მსოფლიო ჩემპიონატის დაწყებას, რომელიც ოფიციალურ სტარტს აიღებს 18 თებერვალს და 5 მარტამდე გაგრძელდება. დიდი პატივია, ვუმასპინძლოთ ამ ჩემპიონატს, სადაც 42 ქვეყნის 700-მდე სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ყველაფერი, რაც აქ გაკეთდა, დარჩება ბაკურიანს და საქართველოს. ჯამში, 270 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა ჩვენი მთავრობის მიერ და ეს უნიკალური ინფრასტრუქტურა, თანამედროვე სისტემები მოეწყო იმისთვის, რომ ღირსეულად ჩავატაროთ მსოფლიო ჩემპიონატი.

ასევე გეტყვით, რომ ჩვენ დავიწყეთ მზადება 2025 წლის ახალგაზრდული ოლიმპიადის ჩასატარებლად. ვგეგმავთ, მოვაწყოთ, აღვადგინოთ ტრამპლინები, სხვა ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურა შეიქმნება ამ ოლიმპიადის ფარგლებში. ბაკურიანი უნდა იყოს მუდმივად მზად იმისთვის, რომ უმასპინძლოს ასეთი მაღალი დონის ჩემპიონატებს. რა თქმა უნდა, დამსვენებელი უნდა იყოს კმაყოფილი, როგორც ქართველი, ასევე უცხოელი და ჩვენ ყველას ეს გვახარებს. ასე, რომ გილოცავთ ყველას, საქართველო მზად არის, უმასპინძლოს მსოფლიო ჩემპიონატს“, – განაცხადა პრემიერმა.

აღსანიშნავია, რომ სპეციალურად ჩემპიონატისთვის სულ ექვსი ახალი საშეჯიბრო ტრასა მოეწყო.

საქართველო მასპინძლობს მსოფლიო ჩემპიონატს ფრისტაილში, სოუბორდსა და ფრისკიში. ბაკურიანი – 2023 საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის (FIS) ეგიდით გაიმართება და მასში იასპარეზებს 42 ქვეყნის (ავსტრია, შვეიცარია, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ნიდერლანდები, ავსტრალია, სამხრეთ აფრიკა, ჩინეთი, იაპონია, კანადა, აშშ და სხვ.) 700-მდე სპორტსმენი. მსოფლიო ჩემპიონატზე, 16 თებერვლიდან 5 მარტის ჩათვლით, გაიმართება 30 შეჯიბრი 7 სახეობაში.

ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა