კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კობახიძე - ცესკო კომპეტენტური კადრებით შეივსო, რომელთაც შეუძლიათ, თვითმმართველობის არჩევნები სათანადოდ ჩაატარონ

ნახვები: 433 ირაკლი კობახიძე - ცესკო კომპეტენტური კადრებით შეივსო, რომელთაც შეუძლიათ, თვითმმართველობის არჩევნები სათანადოდ ჩაატარონ

ცესკო კომპეტენტური კადრებით შეივსო, რომელთაც შეუძლიათ, თვითმმართველობის არჩევნები სათანადოდ ჩაატარონ. ცესკო იქნება 17 წევრით დაკომპლექტებული, სადაც ოპოზიციას რვა წარმომადგენელი ეყოლება, - ამის შესახებ „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, ეს ყველაფერი იმის გარანტიას იძლევა, რომ არჩევნები ჩატარდეს სათანადო ადმინისტრირებით.

„ყველას შეუძლია, არჩევნებს დააკვირდეს. 31 ოქტომბრის არჩევნები შევისწავლეთ და ვნახეთ, რომ სისტემურ პრობლემებს ადგილი არ ჰქონია. ყველას შეუძლია, თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდნენ. მგონია, რომ მას შემდეგ, რაც 19 აპრილის შეთანხმების ანულირება მოხდა, თვითმმართველობის არჩევნები ბევრად უფრო მშვიდ ვითარებაში ჩატარდება, ვიდრე წინა შემთხვევაში, როცა ოპოზიცია მაქსიმალურად ცდილობდა, ვითარების პოლარიზებას", - განაცხადა კობახიძემ.

ცენტრალურ საარჩევნო კომისიას ექვსი თვით გიორგი კალანდრიშვილი უხელმძღვანელებს.

საქართველოს პარლამენტში რიგგარეშე სხდომაზე ცესკო-ს თავმჯდომარეობისა და წევრობის კანდიდატების კენჭისყრა დღეს გაიმართა. გიორგი კალანდრიშვილის კანდიდატურას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, სამი კი წინააღმდეგი წავიდა.

ამასთან, დეპუტატების გადაწყვეტილებით, ცესკო-ს წევრები გახდნენ გია ცაცაშვილი და მაია ზარიძე.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა