კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ისრაელის პრეზიდენტი - ისრაელი კონსტიტუციური და სოციალური ჩამოშლის ზღვარზეა

ნახვები: 649 ისრაელის პრეზიდენტი - ისრაელი კონსტიტუციური და სოციალური ჩამოშლის ზღვარზეა

ისრაელი კონსტიტუციური და სოციალური ჩამოშლის ზღვარზეა, – ამის შესახებ ისრაელის პრეზიდენტმა, ისააკ ჰერცოგმა განაცხადა. ბენიამინ ნეთანიაჰუს მთავრობის სადავო სასამართლო რეფორმის გამო, არეულობის თავიდან ასაცილებლად, ისრაელის პრეზიდენტმა კომპრომისული გეგმა გამოაქვეყნა.

ისააკ ჰერცოგმა კოალიციის დეპუტატებს მოუწოდა, გადადონ პირველი საკანონმდებლო ნაბიჯები პარლამენტში, რომლის დაწყებასაც ზოგიერთი ამ კვირაში აპირებს. ისრაელის მემარცხენე-ცენტრისტულმა ოპოზიციამ, რომელიც ნეთანიაჰუს სასამართლო სისტემაზე მეტი კონტროლის მოპოვებაში ადანაშაულებს, მოაწყო დემონსტრაციები და ქვეყნის მასშტაბით საპროტესტო გაფიცვების ინიციატივით გამოვიდა, როდესაც ისრაელის პარლამენტი შეიკრიბება.

„ჩვენ დიდი ხანია, გავედით პოლიტიკური დავიდან. პირიქით, ჩვენ ვართ კონსტიტუციური და სოციალური ჩამოშლის ზღვარზე. ვგრძნობ, ჩვენ, ყველანი ვგრძნობთ, რომ სულ რაღაც ერთი ნაბიჯით ვართ დაშორებული შეჯახებამდე – და თუნდაც ძალადობრივ შეჯახებამდე. რეფორმა ასევე არის დიდი ხნის ნანატრი ცვლილების, ზრდის, რეალობასთან შესაბამისობაში მოყვანის საფუძველი. დარწმუნებული ვარ, რომ რეფორმების საერთო კრება, მიმდინარე ფორმატში, აჩენს ღრმა შეშფოთებას მათი პოტენციალის გამო, რომ საზიანო გავლენა ექნება ისრაელის სახელმწიფოს დემოკრატიულ საფუძვლებზე“, – განაცხადა ისააკ ჰერცოგმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა