კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კობახიძე - 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია, პოზიციას არ შევიცვლით, უფრო მეტიც, აღარასდროს მოვაწერეთ ხელს მსგავსი ტიპის შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას

ნახვები: 358 ირაკლი კობახიძე - 19 აპრილის შეთანხმება ანულირებულია, პოზიციას არ შევიცვლით, უფრო მეტიც, აღარასდროს მოვაწერეთ ხელს მსგავსი ტიპის შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას

19 აპრილის შეთანხმების ანულირებას არ ჰქონდა სხვა ალტერნატივა, - ამის შესახებ ჟურნალისტებს საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განუცხადა.

„შეთანხმება არის ანულირებული და ამას ჰქონდა ძალიან მყარი მიზეზი. მიზეზი არის ის, რომ პოლარიზებულ ქართულ სამყაროში არის ორი სხვადასხვა პოლუსი: „ქართული ოცნება", „ნაციონალური მოძრაობა". ამ პირობებში, როდესაც ხელს აწერს ერთი მხარე და არ აწერს მეორე მხარე, ბუნებრივია, საუბარი ზედმეტია ამ დოკუმენტის მიზნის მიღწევაზე. აქედან გამომდინარე, ანულირებას არ ჰქონდა სხვა ალტერნატივა. ეს მოცემულობა ყველასთვის უნდა იყოს სახელმძღვანელო, როდესაც ვსაუბრობთ ჩვენს მომავალ პერსპექტივებზე", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, მმართველი გუნდის პოზიცია არის არის ურყევი.

„ჩვენ გვაქვს პოზიცია, რომ შეთანხმება არის ანულირებული და ანულირება ნიშნავს ანულირებას. აქედან გამომდინარე, პოზიციას არ შევიცვლით, ვერ შევიცვლით და უფრო მეტიც, მსგავსი ტიპის შეთანხმებას ჩვენ აღარასდროს მოვაწერეთ ხელს, ისეთ შეთანხმებას, რომელიც გულისხმობს, თუნდაც დროებით, კონსტიტუციური ჩარჩოდან გასვლას. ჩვენ ყველას ავუხსნით ყველაფერს", - აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა