მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

ანალენა ბერბოკი - გერმანია დგას საქართველოს, მოლდოვისა თუ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გვერდით

ნახვები: 655 ანალენა ბერბოკი - გერმანია დგას საქართველოს, მოლდოვისა თუ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გვერდით

როდესაც საქმე ეხება სამართლიანობასა და უსამართლობას, აგრესორსა და მსხვერპლს შორის არჩევანს, გერმანია დგას სამართლიანობისა და ადამიანების მხარეს, – ამის შესახებ გერმანიის საგარეო საქმეთა ფედერალურმა მინისტრმა, ანალენა ბერბოკმა ჰაინრიხ ბიოლის ფონდის (მწვანეთა პარტია) ყოველწლიურ საგარეო-პოლიტიკურ ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ბერბოკმა სიტყვით გამოსვლისას დაგმო რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ წარმოებული ომი და კიდევ ერთხელ დაადასტურა გერმანიის მტკიცე მხარდაჭერა უკრაინის მიმართ.

„მიუღებელია ევროპასა თუ მსოფლიოს ნებისმიერ კუთხეში ძალადობის გზით საზღვრების შეცვლის მცდელობები და ამგვარად მილიონობით ადამიანისთვის წარმოუდგენელი ტანჯვის მიყენება. მიუღებელია, რომ ვლადიმერ პუტინი ყველას თავს ახვევს გასული საუკუნეების ლოგიკას, როდესაც ძლიერის სამართალი ჯაბნის საერთაშორისო სამართალს. ეს კი ბევრი ქვეყნისთვის მსოფლიოში აღმოჩნდა მწარე გაკვეთილი. ეს სულაც არაა აბსტრაქტული შიში. განსაკუთრებით მოლდოვისა და საქართველოსთვის, სომხეთისთვისაც, რომლებიც ამას სავსებით რეალურ საფრთხედ აღიქვამენ. ამიტომ რუსეთის მეზობელი ქვეყნები დიდი გულისყურით უსმენენ პუტინის ისეთ წინადადებებს, რომლის თანახმად იგი საბჭოთა კავშირის დაშლას მე-20 საუკუნის უდიდეს გეოპოლიტიკურ კატასტროფად აფასებს“, – განაცხადა ბერბოკმა.

ანალენა ბერბოკის განცხადებით, 2023 წლისთვის საგარეო პოლიტიკის და დიპლომატიური მუშაობის ერთ-ერთი მთავარი ამოცანა საერთაშორისო თანამშრომლობისა და საერთაშორისო სამართლის გაძლიერებაა.

„განსაკუთრებით, ქვეყნებში, რომლებიც ისტორიულად თუ გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე, რუსეთთან მჭიდროდ არიან დაკავშირებული. ამიტომ გერმანია დგას საქართველოს, მოლდოვისა თუ დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების გვერდით იმ დროს, როდესაც ისინი ევროკავშირისკენ მიისწრაფვიან, ცდილობენ რუსეთის დეზინფორმაციული კამპანიების წინააღმდეგ თავიანთი მედეგობის გაძლიერებას ან ჰაკერული თავდასხმებისაგან თავიანთი ინფრასტრუქტურის დაცვას“, – განაცხადა ანალენა ბერბოკმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა