კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ამირან გამყრელიძე - გვაქვს წინადადება, რომ ყველანაირ შეკრებაზე იყოს კონტროლი, ადამიანები დაუშვან მხოლოდ ორჯერადი აცრით, პისიარ ან სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ

ნახვები: 342 ამირან გამყრელიძე - გვაქვს წინადადება, რომ ყველანაირ შეკრებაზე იყოს კონტროლი, ადამიანები დაუშვან მხოლოდ ორჯერადი აცრით, პისიარ ან სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ

ჩვენ შევედით წინადადებით, ყველანაირ შეკრებაზე იყოს კონტროლი, ადამიანები დაუშვან მხოლოდ ორჯერადი აცრით, პისიარ ან სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

როგორც ამირან გამყრელიძემ აღნიშნა, დღევანდელ საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე განხილული იქნა ის, რომ დახურულ შენობებში განსაკუთრებით გამკაცრდეს პირბადის ტარების აღსრულება.

„განსაკუთრებით ასევე დაწესდეს პირბადის აუცილებელი ტარება და ხუთ ადამიანზე მეტი თუ იკრიბება გარე სივრცეებში, ამავე დროს თუ გაგრძელდა ახალი შემთხვევების ზრდა. დაავადებათა კონტროლის ცენტრი წარმოადგენს მკაცრი შეზღუდვების ღონისძიებებს, რადგან მის გარეშე შეუძლებელი იქნება ეპიდემიის შეკავება. დღეს საუბარია, რომ აღსრულდეს ყველაფერი ის, რაც დაწესებულია და განსაკუთრებული სიმკაცრე იქნება, მიეცა ეს დავალებები შესაბამის ორგანოებს. აღსრულება ყველანაირი ტიპის თავშეყრების, იქნება ქორწილები, ქელეხები, წვეულებები, ფესიტვალები და ა.შ. ასევე ჩვენ შევედით წინადადებით, რომ ყველანაირ შეკრებაზე იყოს კონტროლი, რომ ადამიანები დაშვებული იქნან მხოლოდ ორჯერადი აცრით, პისიარ ან სწრაფი ტესტის უარყოფითი შედეგის შემდეგ, თუ ყველაფერი ეს არ იქნა შესაბამისად აღსრულებული, მაშინ იქნება უკვე წინადადებები სერიოზული შეზღუდვების შემოღებაზე ქვეყანაში, რადგან ყველა პარამეტრით და ინდიკატორით, ეს გახლავთ ინციდენტობის ინდიკატორი, დადებითობის მაჩვენებელი, სიკვდილიანობა მილიონ მოსახლეზე არის ყველა იმის საფუძველი, რომ მაქსიმალურად გამკაცრდეს ღონისძიებები ქვეყანაში. რთული პერიოდია, ზაფხულის პერიოდია და დავიცვათ ის, რაც დღეს დაწესებულია", - განაცხადა გამყრელიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა