კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ბადრი ჯაფარიძე: "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიულმა ნაბიჯებმა გამოიწვია დასავლური, დემოკრატიული სამყაროს მძაფრი უარყოფითი რეაქცია

ნახვები: 577 ბადრი ჯაფარიძე: "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიულმა ნაბიჯებმა გამოიწვია დასავლური, დემოკრატიული სამყაროს მძაფრი უარყოფითი რეაქცია

"ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიულმა ნაბიჯებმა გამოიწვია დასავლური, დემოკრატიული სამყაროს მძაფრი უარყოფითი რეაქცია , - ამის შესახებ „ლელოს“ გენერალურმა მდივანმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რითაც გამოეხმაურა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ევროპარლამენტის მიერ მიღებულ რეზოლუციას.

 

ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზას „სრულად არის აცდენილი“ ივანიშვილი და მის მიმართ „დაქვემდებარებული ხელისუფლება“.

 

„ევროპარლამენტი მოითხოვს ბიძინა ივანიშვილის დასანქცირებას. ეს ნიშნავს იმას, რომ "ქართული ოცნების" ანტიდემოკრატიულმა ნაბიჯებმა გამოიწვია დასავლური/ დემოკრატიული სამყაროს მძაფრი უარყოფითი რეაქცია, რაც განსაკუთრებით დამაზიანებელია ჩვენი ქვეყნისთვის ამ ისტორიულ მომენტში, როდესაც რამდენიმე თვეში უნდა გადაწყდეს საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხი.

 

ჩვენი ხალხის და ჩვენი სახელმწიფოს მომავალი დაკავშირებულია ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზასთან, რასაც სრულად არის აცდენილი ივანიშვილი და მის მიმართ დაქვემდებარებული ხელისუფლება”, - აცხადებს ჯაფარიძე.

 

ინფორმაციისთვის, ევროპარლამენტმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუცია ხაზს უსვამს იმ "ფუნდამენტურ როლს, რომელიც ოლიგარქმა ბიძინა ივანიშვილმა სააკაშვილის დაკავებაში, პირადი ვენდეტის ფარგლებში, ითამაშა". ამიტომ, პარლამენტი იმეორებს თავის მოწოდებას [ევროპული] საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, განიხილონ ივანიშვილისთვის სანქციების დაწესება „საქართველოში პოლიტიკური პროცესის გაუარესებაში“ მისი როლისთვის.

 

რეზოლუციაში, ევროპარლამენტი გამოხატავს სერიოზულ შეშფოთებას საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუარესების გამო.

 

ევროპარლამენტარები მოუწოდებენ საქართველოს ხელისუფლებას, გაათავისუფლოს მიხეილ სააკაშვილი და მისცეს მას საზღვარგარეთ სათანადო სამედიცინო დახმარების მიღების საშუალება. ასევე, ისინი პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს მოუწოდებენ, გამოიყენოს კონსტიტუციური უფლება და შეიწყალოს მიხეილ სააკაშვილი.

 

ევროპარალამენტარები მიიჩნევენ, რომ ყოფილი პრეზიდენტის მდგომარეობის გაუმჯობესებასთან დაკავშირებით მუდმივი წარუმატებლობა საქართველოს მიერ ევროკავშირის წევრობის კანდიდატურის მიღების პერსპექტივის შეფერხების რისკს ქმნის.

 

რეზოლუციას მხარი 577-მა პარლამენტარმა დაუჭირა, 33 წინააღმდეგი წავიდა, 26-მა კი - თავი შეიკავა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა