კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას

ნახვები: 476 საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - მხარს ვუჭერთ საქართველოს ევროპულ პერსპექტივას

საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკოს დენდიასის განცხადებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის ვიზიტი საბერძნეთის რესპუბლიკაში არის ნიშანი იმისა, რომ ორივე ქვეყანას სურს გააღრმაოს ორმხრივი თანამშრომლობა ყველა სფეროში, რასაც ხელს შეუწყობს მაღალი დონის ვიზიტები.  დენდიასის თქმით, იგი უახლოეს მომავალში თბილისში ვიზიტსაც გეგმავს.

„გასულ წელს ჩვენს ქვეყნებს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარებიდან 30 წელი შესრულდა. დღეს, დიპლომატიური სწავლების სფეროში თანამშრომლობის შესახებ ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერით, კიდევ ერთი აგური დავდეთ ჩვენი თანამშრომლობის გასაღრმავებლად. მიმაჩნია, რომ ახალგაზრდა დიპლომატების კავშირები და შემდგომში მათი ერთობლივი ძალისხმევა მხოლოდ სასიკეთო იქნება როგორც რეგიონისთვის, ისე მათი პროფესიული საქმიანობისთვის“, -განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ქართველ კოლეგასთან შეხვედრის შემდეგ.

როგორც საბერძნეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, დარჩიაშვილთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო საერთაშორისო და აქტუალურ რეგიონულ საკითხებს, მათ შორის უსაფრთხოების გარემოს. მინისტრმა ხაზი გაუსვა გაერო-ს ქარტიის პრინციპების მიმართ ერთგულებას და მხარი დაუჭირა საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.

„უპირობოდ ვთანხმდებით, რომ ძალადობა, საზღვრების შეცვლა, რისი მსხვერპლიც არის საქართველო, სრულიად მიუღებელია. განვიხილეთ საქართველოსა და ნატო-ს, ასევე საქართველოსა და ჩვენს საერთო ევროპული ოჯახის – ევროკავშირის თანამშრომლობის საკითხები. ჩვენ განსაკუთრებული ინტერესი გვაქვს კავკასიის რეგიონის მიმართ. აღსანიშნავია, რომ სულ ახლახან ელჩი დიმიტრიოს კარაბალისი საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელად დაინიშნა და მომდევნო რამდენიმე წელი მას თქვენ უმასპინძლებთ საქართველოში“, – განაცხადა საბერძნეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა.

ნიკოს დენდიასის თქმით, აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და საბერძნეთის ურთიერთობებში დამაკავშირებელი ხიდის ფუნქცია ითამაშეს საქართველოში მცხოვრებმა ბერძნებმა და ქართულმა დიასპორამ საბერძნეთში, რომლებიც ორ ქვეყანას ეკონომიკურ მხარდაჭერას უწევენ.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ილია დარჩიაშვილი ორდღიანი ვიზიტით საბერძნეთის რესპუბლიკაში იმყოფება და უმაღლესი თანამდებობის პირებთან შეხვედრებს მართავს.

ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა