კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ირაკლი კობახიძე - სირცხვილია, რომ მარგველაშვილს ერქვა საქართველოს პრეზიდენტი

ნახვები: 579 ირაკლი კობახიძე - სირცხვილია, რომ მარგველაშვილს ერქვა საქართველოს პრეზიდენტი

სირცხვილია, რომ ამ კაცს ერქვა საქართველოს პრეზიდენტი სულ რამდენიმე წლის წინ, ეს ყველაფერი მართლა სირცხვილია, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

„არ მიკვირს, არც ჯარისა და არც ნებისმიერი ქართველის აღშფოთება. მით უმეტეს, რომ რამდენიმე წლის წინ, გიორგი მარგველაშვილს საქართველოს პრეზიდენტი ერქვა, ფორმალურად, მაგრამ ერქვა მთავარსარდალი. როცა ის ასეთ სამარცხვინო განცხადებებს აკეთებს, რა თქმა უნდა, ეს მძიმე მოსასმენია. პირველ რიგში ჯარისთვის. აქედან გამომდინარე, მათი აღშფოთება არ მიკვირს. უბრალოდ, მარგველაშვილისგან საერთოდ არაფერია გასაკვირი – პრეზიდენტის პოსტზე ის იყო სამარცხვინო და დღესაც აგრძელებს სამარცხვინო საქმიანობას“,- განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა ერთ-ერთი მედიის ეთერში გუშინ განაცხადა – „სამწუხაროდ, რეალური მგონია, რომ ქართული სახელმწიფო შეიარაღებული ძალებით დაეხმაროს რუსეთს და ქართველ ჯარისკაცებს მოუწოდოს, წავიდნენ და იომონ უკრაინაში“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა