კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად გახდომის გამო, არ მყავს მე დედა ცოცხალი” - ბაჩანა შენგელია

ნახვები: 651 „სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად გახდომის გამო, არ მყავს მე დედა ცოცხალი” - ბაჩანა შენგელია

სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად გახდომის გამო, არ მყავს მე დედა ცოცხალი, – აღნიშნულის შესახებ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის გარდაცვლილი დირექტორის, ია კერზაიას შვილმა ბაჩანა შენგელიამ „ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

„სალომე ზურაბიშვილის პრეზიდენტად გახდომის გამო, არ მყავს მე დედა ცოცხალი…მაგრამ ქვეყნის გამო ვიპოვი ჩემს თავში ძალას და მივმართავ ამ ადამიანს. ძალიან ძნელია ეს, თუნდაც ის, რომ თვალი გაუსწორო და ხელი ჩამოართვა. გადავწყვიტე, რომ ამ ნაბიჯს გადავდგამ. ვეტყვი ამ ადამიანს, რომ გადადგას ეს ნაბიჯი, გაათავისუფლოს ნიკა გვარამია და დადგეს ქვეყნის მომავლის სადარაჯოზე. ეს ნამდვილად დიდი ამბავი იქნება”, – აცხადებს ბაჩანა შენგელია.

შეგახსენებთ, რომ ზუგდიდის მე-6 საჯარო სკოლის დირექტორი ია კერზაია 2018 წლის 9 დეკემბერს, ინსულტით გარდაიცვალა.

მისი ვაჟი ბაჩანა შენგელია გარდაცვალების მიზეზად ასახელებს ჯანმრთელობის გაუარესებას სკოლაში დაწყებული შემოწმების გამო. შენგელიას განცხადებით, ინსპექტირების რეალური მიზეზი იყო ია კერზაიას უარი საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში ემუშავა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის სასარგებლოდ.

ბაჩანა შენგელიას ინფორმაციით, სკოლის შემოწმების საბაბი იყო რეალურად არარსებული პირის, ვინმე ლავრენტი ქირიას წერილი.

სკოლის შემოწმებას Facebook-ზე თავად ია კერზაიაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ არასდროს არცერთი პარტიის წევრი არ ყოფილა:

“ახლა ისეთი განცდა მაქვს, თითქოს სახელმწიფო მანქანა მებრძვის. მე ვარ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი, შეუძლებელიც კი გავაკეთე მე-6 საჯარო სკოლისთვის. არ ვაპირებ ჩამოთვლას…ყველამ (მათ შორის იმათაც, ვინც მებრძვის) იცის ამის შესახებ. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”, – წერდა კერზაია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა