კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ლევან იოსელიანი - სალომე ზურაბიშვილის განცხადება იყო სწორი, მიშელის დოკუმენტის მთავარი შემსრულებელია „ქართული ოცნება“, ოპოზიციას რაც უნდა შეესრულებინა, შეასრულა

ნახვები: 370 ლევან იოსელიანი - სალომე ზურაბიშვილის განცხადება იყო სწორი, მიშელის დოკუმენტის მთავარი შემსრულებელია „ქართული ოცნება“, ოპოზიციას რაც უნდა შეესრულებინა, შეასრულა

პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა შარლ მიშელის შეთანხმებიდან „ქართული ოცნების" გასვლაზე ადეკვატური და სწორი განცხადება გააკეთა.

როგორც ჟურნალისტებს იოსელიანმა განუცხადა, პრეზიდენტმა ერთი მხრივ, „ნაციონალური მოძრაობის" როლზე და იმაზე ისაუბრა, რამ გაუხსნა „ქართულ ოცნებას" ხელი, რომ 19 აპრილის შეთანხმებიდან გასულიყო; მეორე მხრივ, ისაუბრა „ქართული ოცნების" უპასუხისმგებლო ქმედებაზე, როცა უარი თქვა შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულებაზე.

„სალომე ზურაბიშვილის განცხადება იყო სწორი. ამ დოკუმენტის მთავარი შემსრულებელია „ქართული ოცნება", ოპოზიციას რაც უნდა შეესრულებინა, შეასრულა - პარლამენტში შევიდა, დანარჩენი პუნქტები მმართველ პარტიას უნდა შეესრულებინა და რეფორმებზე მსჯელობა უნდა დაგვეწყო, მაგრამ სამწუხაროდ, ამაზე უარი თქვეს", - განაცხადა იოსელიანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა