კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

„პოლიტიკო“ - ევროკომისიამ უარი თქვა რუსეთის ბირთვული სექტორისა და მისი წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციების დაწესების გეგმაზე

ნახვები: 483 „პოლიტიკო“ - ევროკომისიამ უარი თქვა რუსეთის ბირთვული სექტორისა და მისი წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციების დაწესების გეგმაზე

ევროკომისიამ უარი თქვა რუსეთის ბირთვული სექტორისა და მისი წარმომადგენლების წინააღმდეგ სანქციების დაწესების გეგმაზე. შესაბამის ინფორმაციას გამოცემა „პოლიტიკო“ სამ დიპლომატზე დაყრდნობით ავრცელებს.

თავდაპირველად ევროკომისიამ აცნობა ევროკავშირის ქვეყნებს, რომ ის ეცდება, შეიმუშაოს სანქციები რუსეთის სამოქალაქო ბირთვული სექტორის წინააღმდეგ. გასულ კვირას გამართული ევროკავშირის სამიტის წინ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ მოუწოდა ევროკავშირს, კომპანია „როსატომს“ მაინც დაუწესოს შეზღუდვები. როგორც დიპლომატები „პოლიტიკოსთან“ საუბარში სანქციების მეათე პაკეტის პროექტზე დაყრდნობით აცხადებენ, ეს გეგმა ჩავარდა.

„სამწუხაროდ, ბირთვული სექტორი არ არის შეყვანილი ინიციატივაში“, – განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა.

გამოცემის ცნობით, რუსეთის ბირთვული სექტორისთვის სანქციების დაწესების წინააღმდეგი უნგრეთი და საფრანგეთი არიან.

„უნგრეთი ამას არ უშვებს, რადგან მისი ატომური ელექტროსადგურები „როსატომს“ ეკუთვნის და ამბობენ, რომ ისინი ქვეყნის ელექტრომომარაგებისთვის საჭირო ენერგიის 50 პროცენტს აწარმოებენ“, – აღნიშნა ერთ-ერთმა დიპლომატმა.

ამასთან, საფრანგეთის ეკონომიკის სამინისტროს წარმომადგენელმა მიმდინარე კვირას მედიასთან განაცხადა, რომ „რუსულ საწვავს მრავალი ბირთვული ელექტროსადგური იყენებს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა