Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

დავით უსუფაშვილი – „ქართული ოცნების“ ლიდერებს სასიკვდილო განცდა აქვთ დასავლეთის, თავისუფლების მიმართ

ნახვები: 439 დავით უსუფაშვილი – „ქართული ოცნების“ ლიდერებს სასიკვდილო განცდა აქვთ დასავლეთის, თავისუფლების მიმართ

ერთხელ და სამუდამოდ ღიად გვითხრან, რა უნდათ ამ ქვეყნისგან, უნდათ რომ დააბრუნონ ტოტალიტარული რეპრესიული რეჟიმი? - "ქართული ოცნების" ლიდერებს სასიკვდილო განცდა აქვთ დასავლეთის, თავისუფლების მიმართ, - ამის შესახებ "ლელოს" დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა განაცხადა, რითაც გამოეხმაურა "უცხოური გავლენების" თაობაზე კანონპროექტს, რომლითაც "უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი" იქმნება.

მისი თქმით, ხელისუფლება აგრძელებს გაუგებარ თამაშებს, რომელიც ევროპული ინტეგრაციის შანსებს ამცირებს.

უსუფაშვილი აცხადებს, რომ მსგავსი კანონი მხოლოდ რუსეთს აქვს, ხოლო დემოკრატიულ ქვეყნებს აქვთ კანონები მტრული სახელმწიფოების გავლენების წინააღმდეგ, მისივე შეფასებით, "ქართული ოცნება " ასეთად ევროპას და დასავლეთს სახავს.

„აგენტების თაობაზე კანონპროექტით ხელისუფლებამ, „ქართული ოცნების" ხელმძღვანელებმა და არანაირმა „ხალხის ძალამ“, მოახერხა მორიგ ჯერზე ჩვენი ყურადღების გადატანა ამ თემებზე, რათა ვერ დავინახოთ პრობლემები, რაც ქვეყანაშია. ამ ჟონგლიორობით და სრულიად მიუღებელი მოპყრობით საკუთარი მოსახლეობის, ჟურნალისტების, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ აგრძელებენ გაუგებარ თამაშებს, რომელიც ამცირებს ჩვენი ევროპული ინტეგრაციის შანსებს, რადგან ასე მოქმედი და მოლაპარაკე ხელისუფლება დემოკრატიული საზოგადოებისთვის ცალსახად მიუღებელია. ბატონმა კობახიძემ ნიშნისმოგებით ბრძანა შევარბილეთო, ახლა ამბობენ, აღარ შევარბილებთ და იმას გავაკეთებთ რაც გვინდაო, მოიტანოს, რაც უნდა! მოიტანოს და იმას გავცემთ პასუხს პარლამენტშიც, საზოგადოებაშიც, ჟურნალისტებიც და მოქალაქეებიც.

ერთხელ და სამუდამოდ ღიად გვითხრან, რა უნდათ ამ ქვეყნისგან, უნდათ რომ დააბრუნონ აქ ტოტალიტარული რეპრესიული რეჟიმი და რადგან უმრავლესობაში არიან შეუძლიათ ნებისმიერი კანონი მიიღონ?! მიიღონ ეს კანონები! ამ შენობაში ფუნქციონირებდა ქვეყანა, რომელსაც ისეთი კანონები ჰქონდა, რომ ჩვენ ვინც აქ ვდგავართ, ყველას 5 წელი გვემუქრებოდა, მაგრამ ის ქვეყანა დაინგრა და ჩვენ ვარსებობთ. ეს კანონი არის იმის გამოხატულება, რომ "ქართული ოცნების" ლიდერებს სასიკვდილო განცდა აქვთ დასავლეთის, თავისუფლების მიმართ. ასეთი კანონი არსად არსებობს რუსეთის გარდა, უნგრეთში არსებობდა და ისიც გააუქმეს. ყველგან არსებობს ეროვნული ინტერესების დაცვის კანონმდებლობა და ქვეყნის მიმართ მტრული სახელმწიფოების წინააღმდეგ კანონმდებლობა და ჩვენი ხელისუფლება ქვეყნის მტრებად აცხადებს ევროპას და დემოკრატიულ დასავლეთს. აშშ ებრძვის ჩრდილოეთ კორეულ გავლენებს”, - განაცხადა უსუფაშვილმა.

ცნობისთვის, „ხალხის ძალის“ დეპუტატების მიერ პარლამენტში წარდგენილი კანონპროექტით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით“ უცხოური გავლენის აგენტების რეესტრი შეიქმნება, სადაც ყველა ის არასამეწარმეო იურიდიული პირი და მედიასაშუალება დარეგისტრირდება, რომელთა შემოსავლების 20%-ზე მეტი უცხოური ძალების მიერ ფინანსდება. შეგახსენებთ იმასაც, რომ აშშ- ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, ნედ პრაისის განცხადებით, არასამთავრობო და მედიაორგანიზაციების შესახებ კანონპროექტმა, რომელიც „უცხოური გავლენის აგენტების რეესტრის“ შექმნას გულისხმობს, შეიძლება შეარყიოს საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაცია. ამასთან, ნედ პრაისის თქმით, ის არ ეფუძნება ამერიკულ კანონმდებლობას და უფრო რუსეთის და უნგრეთის კანონმდებლობის ანალოგიურია.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა