მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

„ჯი-თი მოტორსმა“ საქართველოში BMW-ს და MINI-ს ახალი შოურუმი გახსნა

ნახვები: 432 „ჯი-თი მოტორსმა“ საქართველოში BMW-ს და MINI-ს ახალი შოურუმი გახსნა

15 თებერვალს დავით აღმაშენებლის ხეივანზე „ჯი-თი მოტორსმა“ BMW-ს და MINI-ს ახალი, დროებითი შოურუმი გახსნა. კომპანია ბრენდებს ოფიციალურად 2022 წლის 1 სექტემბრიდან წარმოადგენს.

 

ღონისძიება გაიმართა ორ ეტაპად. დღისით დროებით შოურუმის ოფიციალური გახსნა და საღამოს საზეიმო ღონისძიება, რომლის დროსაც ასევე შედგა მე-7 სერიის ახალი მოდელის პრეზენტაცია.

 

ღონისძიებას ესწრებოდნენ BMW GROUP-ის აფრიკისა და აღმოსავლეთ ევროპის რეგიონის პრეზიდენტი - დოქტორ ტომას რინი, გაყიდვების ხელმძღვანელი - კონრად ბაუმგარტნერი, დილერ განვითარების გუნდის ხელმძღვანელი - დანიელ მეილერი და გაყიდვების ხაზის განვითარების დირექტორი - ფრან ვეიშაუპტი და ეკონომიკის სამინისტროს პირველი მოადგილე რომეო მიქაუტაძე. ხოლო საღამოს ღონიძიებას ასევე ესწრებოდა გერმანიის ელჩი საქართველოში ენრსტ პიტერ ფიშერი და თბილისის მერი კახა კალაძე.

 

აღსანიშნავია, რომ შოურუმი, რომელიც დ. აღმაშენებლის 216-ში გაიხსნა არის დროებითი, ხოლო,  ახალი, ე.წ. L shape შოურუმი 2024 წელს, თიბისის მხარდაჭერით გაიხსნება და ის იქნება ერთ-ერთი პირველი მსოფლიოში, რომელიც BMW-ს განახლებული კონცეფციის სტანდარტებით დაპროექტდება.

 

„ჯი-თი მოტორსის“ მიერ გაწეული ინვესტიცია, რომელიც აღნიშნული ბრენდების საქართველოში ოფიციალურად შემოსვლისთვის და ახალი შოურუმისთვის განხორციელდება შეადგენს 10 მილიონ დოლარს,  ხოლო კომპანიის მიერ ჯამურად დასაქმებულთა რაოდენობა შეადგენს 198-ს.

 

„ჯი-თი მოტორსის“ მიერ საქართველოში ოფიციალურად წარმოდგენილი საავტომობილო ბრენდებია ასევე: Jaguar, Land Rover, Ford და Suzuki.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა