კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

მიხეილ სარჯველაძე - რუსეთის მხრიდან დესტრუქციული გადაწყვეტილებები მოსალოდნელია, მაგრამ არ მგონია, ამას დიდი პერსპექტივები ჰქონდეს

ნახვები: 332 მიხეილ სარჯველაძე - რუსეთის მხრიდან დესტრუქციული გადაწყვეტილებები მოსალოდნელია, მაგრამ არ მგონია, ამას დიდი პერსპექტივები ჰქონდეს

ყველა ის შესაძლებლობა და უკეთესი ცხოვრების პირობა, რომელსაც ჩვენ ვთავაზობთ აფხაზ და ოს თანამოძმეებს, გამაღიზიანებელია რუსეთისთვის და ალბათ, ამ თვალსაზრისით მათი რეაქცია მცდარი, მაგრამ ლოგიკურია, - ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

როგორც მიხეილ სარჯველაძემ აღნიშნა, ამის განხილვა შეიძლება როგორც დასტური იმისა, რომ საქართველო რეალურად სწორად ვითარდება და პოლიტიკა, რომელიც დეოკუპაციის მიმართულებით იგეგმება და ის ნაბიჯები, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება დგამს, მართებულია.

„რუსეთის ფედერაციის მხრიდან ასეთი დესტრუქციული გადაწყვეტილებები მოსალოდნელია, მაგრამ არ მგონია, ამას მაინც და მაინც დიდი პერსპექტივები ჰქონდეს, რადგან ადრე თუ გვიან ოკუპაცია ყველა შემთხვევაში, გარდაუვლად დასრულდება", - განაცხადა სარჯველაძემ.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ე.წ. სამხრეთ ოსეთთან ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის გამარტივებული წესით მიღების შესახებ შეთანხმების პროექტს მხარი დაუჭირა. ამის შესახებ სამართლებრივი ინფორმაციის პორტალზე გამოქვეყნებულ განკარგულებაშია ნათქვამი.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, რომ რუსეთის პრეზიდენტის მიერ ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმთან „ორმაგი მოქალაქეობისა და რუსეთის მოქალაქეობის მიღების გამარტივებული პროცედურის შესახებ" ე.წ. შეთანხმების დამტკიცება უკანონო ოკუპაციის გაგრძელებაა

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა