მიხეილ სააკაშვილი: ივანიშვილს ძმები ფეიქრიშვილების წერილები არ მოეწონა და მათზე ძალადობა შეუკვეთა – ეს მხოლოდ დასაწყისია
საქართველოს ნაკრების ყოფილი კაპიტანი გიორგი ნემსაძე 54 წლის ასაკში გარდაიცვალა
ხვიჩა კვარაცხელია მძიმე ტრავმის შემდეგ: უფრო ძლიერი უნდა დავბრუნდე ჩემი ხალხისთვის, რომელიც ყოველთვის ჩემს გვერდითაა
გოჩა მირცხულავა - რა გადაწყვეტილებებისთვის მზადდება პოლიტიკური გარემო?
რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება

სალომე სამადაშვილი - სენატორი შაჰინი დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება

ნახვები: 586 სალომე სამადაშვილი - სენატორი შაჰინი დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება

„ლელოს“ ერთ-ერთი ლიდერის სალომე სამადაშვილის განცხადებით, სენატორ ჯინ შაჰინის ინტერესს წარმოადგენს, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ დაეხმაროს საქართველოს, რომ „მორიგ ჯერზე არ დავკარგოთ შანსი“, კანდიდატის სტატუსი მივიღოთ.

როგორც სამადაშვილმა სენატორთან გამართული არაოფიციალური მიღების შემდეგ განაცხადა, ჯინ შაჰინი დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება.

„ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა სენატორ შაჰინთან. ის არის ძალიან დიდი ხანია ჩვენი ქვეყნის, ქართველი ხალხის და ჩვენს ქვეყანაში დემოკრატიის მეგობარი და გულშემატკივარი. ის არის ძალიან გულდაწყვეტილი ისევე, როგორც ჩვენ და ქართველი ხალხი იმით, რომ ჩვენმა ქვეყანამ ვერ მიიღო კანდიდატის სტატუსი. ამიტომ განსაკუთრებით დაინტერესდა, როგორ მიმდინარეობს ევროკავშირის მოთხოვნების შესრულება და ამასთან დაკავშირებით გვქონდა საუბარი. გვქონდა საუბარი გამოწვევაზე, რომელიც არის ქვეყანაში მაგალითად, პოლიტპატიმარი ნიკა გვარამიას არსებობა, რომელიც დღემდე უკანონო პატიმრობაში რჩება. ვფიქრობ, რომ სენატორს ამ შემთხვევაში აინტერესებს, რა შეიძლება გაკეთდეს იმისთვის, რომ დაეხმაროს ჩვენს სახელმწიფოს, რომ ჩვენ მორიგ ჯერზე არ დავკარგოთ შანსი, რომ მივიღოთ კანდიდატის სტატუსი“,- განაცხადა სამადაშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა