ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ზურაბ ჯაფარიძე მიუნხენის კონფერენციაზე - როცა ყველა საუბრობს, რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს და პრემიერი ლუღლუღებს მშვიდობაზე, სირცხვილია

ნახვები: 546 ზურაბ ჯაფარიძე მიუნხენის კონფერენციაზე - როცა ყველა საუბრობს, რომ რუსეთი უნდა დამარცხდეს და პრემიერი ლუღლუღებს მშვიდობაზე, სირცხვილია

ასეთი რანგის ადამიანების ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანია და აჩვენებს, რომ ამერიკას აქვს ინტერესი ამ ქვეყნის და რეგიონის მიმართ , - ამის შესახებ პარტია ,,გირჩი - მეტი თავისუფლებას” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ამერიკელ სენატორებთან არაოფიციალური მიღების შემდეგ განაცხადა.

ასევე, ის საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის მიუნხენის უსაფრთხოების კონფერენციის ფარგლებში გამართულ თემატურ პანელურ დისკუსიაზე გაკეთებულ განცხადებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ პრემიერის გამოსვლა ქვეყნისთვის სირცხვილი იყო.

,,ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელი განცხადება მიუნხენის კონფერენციაზე სრულიად სამარცხვინო იყო, მსოფლიო ლიდერები იქ რას საუბრობდნენ და რა განწყობა არის ზოგადად უკრაინასთან მიმართებით. როცა ყველა საუბრობს, რომ უკრაინამ საკუთარი ტერიტორიები უნდა გაათავისუფლოს და რუსეთი უნდა დამარცხდეს, ყველა ამას იმეორებს, ამ დროს ჩადის ოკუპირებული ტერიტორიების მქონე ქვეყნის პრემიერი და რაღაცებს ლუღლუღებს მშვიდობაზე, ეს ჩემი აზრით, სირცხვილია”, - აღნიშნა ჯაფარიძემ.

როგორც ჯაფარიძემ „ხალხის ძალის“ კანონპროექტზე საუბრისას აღნიშნა, ამ კანონის ინიცირებას კონკრეტული მიზანი აქვს, რომ წლის ბოლოს ქვეყნის მიერ სტატუსის მიღებას ხელი შეუშალონ.

,,არ ვიცი ,,ხალხის ძალის” კანონპროექტს მიიღებენ თუ არა, მაგრამ ვფიქრობ, რომ ამ კანონპროექტს ბოლომდე გაიყვანენ. ამ კანონის ინიცირებას კონკრეტული მიზანი აქვს, რომ ხელი შეუშალოს ამ ქვეყნის მიერ სტატუსის მიღებას წლის ბოლოს, ასეთ რაღაცებს სპეციალურად იგონებენ” ,- აღნიშნა ჯაფარიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა