კრიშტიანო რონალდო ხვიჩა კვარაცხელიას: შეინარჩუნე შენში ეს ცეცხლი, შენი საუკეთესო დღეები ჯერ კიდევ წინ არის!
Kremlin says trilateral talks could resume in November
სალომე ზურაბიშვილი: „ქართული ოცნება“ ცდილობს დემოკრატიის საბოლოოდ დასამარებას – სამარცხვინოა „გახარია საქართველოსთვის“ პოზიციაც
ზელენსკი: ოსლოში უიტკოფს არ დაველოდები, უკრაინაში უნდა დავბრუნდეთ – ვნახოთ, რა შედეგით დასრულდება პუტინთან შეხვედრა
Zelensky not to wait for Witkoff in Oslo after his return from Russia
სანქტ-პეტერბურგში პუტინისა და ტრამპის სპეციალური წარმომადგენლის შეხვედრა დასრულდა – მოლაპარაკებები სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა
Putin-Witkoff meeting lasts about three hours
Zelensky meets Norwegian DM and representatives of NASAMS manufacturer Kongsberg

ძალებს, რომლებიც დიდი მასშტაბის კოორდინაციას აწარმოებენ, აქვთ რესურსი, რომ აბსურდული რეზოლუციები „დაალაგონ“ ევროპარლამენტში, რაც შემაშფოთებელია - ირაკლი კობახიძე

ნახვები: 437 ძალებს, რომლებიც დიდი მასშტაბის კოორდინაციას აწარმოებენ, აქვთ რესურსი, რომ აბსურდული რეზოლუციები „დაალაგონ“ ევროპარლამენტში, რაც შემაშფოთებელია - ირაკლი კობახიძე

პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში აცხადებს, რომ „ძალებს, რომლებიც დიდი მასშტაბის კოორდინაციას აწარმოებენ, აქვთ რესურსი, რომ აბსურდული რეზოლუციები „დაალაგონ“ ევროპარლამენტში, რაც შემაშფოთებელია“.

ევროპარლამენტმა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო

მისივე თქმით, „ეს ევროპარლამენტზე ძალიან ცუდად მეტყველებს და საზოგადოებისთვის მძიმეა, როდესაც ევროპარლამენტი ასეთი დაბალი სტანდარტით მოქმედებს“.

„ეს არის ძალიან დიდი მასშტაბის კოორდინაცია და იმ ძალებს, რომლებიც ამ კოორდინაციას აწარმოებენ, აქვთ რესურსი, რომ ასეთი აბსურდული რეზოლუციები, ასე ვთქვათ, „დაალაგონ“ ევროპარლამენტში, რაც შემაშფოთებელია. ეს ძალიან ცუდად მეტყველებს ევროპარლამენტზე, რომელიც ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი სტრუქტურაა ევროკავშირში და რა თქმა უნდა, ამის აღქმა ჩვენი საზოგადოებისთვის ძალიან მძიმეა, როდესაც ევროპარლამენტი ასეთი დაბალი სტანდარტით მოქმედებს“, – განაცხადა კობახიძემ.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა