ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ლევან იოსელიანი - ევროკომისიის ანგარიში ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპელი კოლეგებისთვის ქართულ სასამართლოში რეფორმების გატარება

ნახვები: 350 ლევან იოსელიანი - ევროკომისიის ანგარიში ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპელი კოლეგებისთვის ქართულ სასამართლოში რეფორმების გატარება

საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერის, ლევან იოსელიანის განცხადებით, ევროკომისიის ანგარიში ხაზს უსვამს იმას, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპელი კოლეგებისთვის ქართულ სასამართლოში რეფორმების გატარება და იმ შეთანხმების შესრულება, რაც შარლ მიშელის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული, რომ დაიწყებოდა სასამართლოს სრულფასოვანი და ფუნდამენტური რეფორმირება.

როგორც ჟურნალისტებს იოსელიანმა განუცხადა, ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარები მოისმინა, თითქოს, ევროკომისიამ მმართველი პარტიის მიერ სასამართლოს მიმართულებებით გატარებული ცვლილებები დადებითად შეაფასა, თუმცა სინამდვილეში, რეკომენდაციებში ჩანაწერია იმის თაობაზე, რომ 2021 წლის 12 ივლისს, პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს ექვსი მოსამართლე დანიშნა ძველი სისტემით, რაც ევროკავშირისა და ვენეციის კომისიის რეკომენდაციებს ეწინააღმდეგება.

„ეს ის შეფასებაა, რომლითაც ის ქმედება შეაფასეს, რითაც „ქართულმა ოცნებამ" სასამართლოსთან დაკავშირებით ბოლო პერიოდში ჩაიდინა. ეს ანგარიში ძირითადად ეხება ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას. მათ საჭიროდ ჩათვალეს, რომ ამ ანგარიშშიც კი სასამართლო ეხსენებინათ. ეს ხაზს უსვამს, რამდენად მნიშვნელოვანია ევროპელი კოლეგებისთვის სასამართლოში რეფორმების გატარება და იმ შეთანხმების შესრულება, რაც შარლ მიშელის შეთანხმებით იყო გათვალისწინებული, რომ დაიწყებოდა სასამართლოს სრულფასოვანი და ფუნდამენტური რეფორმირება. სამწუხაროდ, ამ თვალსაზრისით არც ერთი ფუნდამენტური ნაბიჯი არ არის გადადგმული და „ქართულმა ოცნებამ" მოსამართლეები დანიშნა, რომელიც არც ერთ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებენ. კერძოდ, კეთილსინდისიერებასა და პროფესიონალიზმს", - განაცხადა იოსელიანმა.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა