ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

ირაკლი ღარიბაშვილი - მიუნხენში ვიმყოფებოდი და ნახეთ, რომ ძალიან რთული ვითარებაა - არ იციან როდის დასრულდება უკრაინაში ომი, საერთოდ გამოსავალი არ ჩანს ამ სიტუაციაში

ნახვები: 450 ირაკლი ღარიბაშვილი - მიუნხენში ვიმყოფებოდი და ნახეთ, რომ ძალიან რთული ვითარებაა - არ იციან როდის დასრულდება უკრაინაში ომი, საერთოდ გამოსავალი არ ჩანს ამ სიტუაციაში

მიუნხენში ვიმყოფებოდი და ნახეთ, რომ ძალიან რთული ვითარებაა. არ იციან როდის დასრულდება უკრაინაში ომი. საერთოდ გამოსავალი არ ჩანს ამ სიტუაციაში, -ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

მისივე თქმით, უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე, საქართველოს მთავრობამ ქვეყნის იმ ინტერესების გატარება უნდა გააგრძელოს, რომელიც მხოლოდ ხალხს და ქვეყანას სჭირდება.

„მინდა ხაზგასმით აღვნიშნო, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენს პოლიტიკას. ყველაფერი ჩვენი ქვეყნის ეროვნულ უსაფრთხოებას უკავშირდება. ჩვენ რომ სხვა ნაბიჯები გადაგვედგა, საერთოდ არანაირ ეკონომიკურ კეთილდღეობაზე არ იქნებოდა საუბარი. მე მოგეხსენებათ, რომ მიუნხენში ვიმყოფებოდი. ნახეთ, რომ ძალიან რთული ვითარებაა. გამოსავალი არ ჩანს. არ იციან როდის დასრულდება უკრაინაში ომი. საერთოდ გამოსავალი არ ჩანს ამ სიტუაციაში. ასე რომ ჩვენ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა და იმ ინტერესების გატარება, რომელიც მხოლოდ ჩვენს ხალხს და ჩვენს ქვეყანას სჭირდება,“ - განაცხადა პრემიერმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა