თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ

მამუკა მდინარაძე - ქვეყანას ნამდვილად არ სცალია უპერსპექტივო პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნების ილუზიების შექმნისთვის

ნახვები: 396 მამუკა მდინარაძე - ქვეყანას ნამდვილად არ სცალია უპერსპექტივო პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნების ილუზიების შექმნისთვის

ქვეყანას ნამდვილად არ სცალია უპერსპექტივო პარტიის ხელისუფლებაში დაბრუნების ილუზიების შექმნისთვის, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მდინარაძემ აღნიშნა, ძალიან ბევრი საქმეა გასაკეთებელი, ბევრი პრობლემა არის მოსაგვარებელი, რომელიც ყოველდღიურად ჩანს, გამწვავებული ეპიდვითარებისა და შესაბამისად გამწვავებული სოციალური ფონის ფონზე სულ სხვა საქმეა გასაკეთებელი.

„ჩასატარებელი გვაქვს არჩევნები, რომელიც მოემსახურება იმას, რომ მერები და საკრებულოს წევრები ავირჩიოთ, 2024 წელს ჩატარდება საპარლამენტო არჩევნები. რაც არ უნდა სპეკულაციები მოაყოლონ ამას და ჩვენი სწორი გადაწყვეტილება გააკრიტიკონ, საპარლამენტო არჩევნების ბედი არ იქნება მიბმული და ამას უნდა შეეგუონ. ინფორმაცია არის იმის შესახებ, რომ „ნაციონალური მოძრაობა" საერთოდ არ აპირებს თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღებას და შეიძლება ისევ დესტრუქციულ რეჟიმს დაუბრუნდეს, მაგრამ მგონია, მათ მოუწევთ არჩევნებში მონაწილეობის მიღება და შემდეგ შეგუება იმ მარცხთან, რასაც კიდევ ერთხელ განიცდიან თვითმმართველობის არჩევნების შედეგებით. მათ სხვა გამოსავალი არ ექნებათ, შეიძლება დემოკრატიულ პროცესებში მონაწილეობის მიღება დიდად არ ხიბლავთ, მაგრამ მაინც მოუწევთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის მიღება და შემდეგ მზადება 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა