თენგიზ აბლოთია: ღარიბაშვილის ბრალდებების მიუხედავად, ივანიშვილი კობახიძეს არ მოიშორებს — მისთვის ასეთი მეორე შემსრულებელი არ არსებობს
Air defenses down 135 drones used by Russia to attack Ukraine overnight
War update: 215 clashes on front line over past day, Pokrovsk and Kostiantynivka sectors hottes
Injury toll in Russian strike on Odesa rises to 17
Russia’s war casualty toll in Ukraine up by 1,320 over past day
Erdogan after meeting Putin: Türkiye ready to do everything possible for peace
Trump names condition for meeting Putin “immediately”
Russian sabotage groups show no significant activity along border — spox Demchenko

არასოდეს დამავიწყდება, „კოპალას“ აივანზე რომ ვსადილობდით, თავზე რუსი ბომბდამშენი დაფრინავდა და წარბი არ შეუხრია -მიხეილ სააკაშვილი

ნახვები: 505 არასოდეს დამავიწყდება, „კოპალას“ აივანზე რომ ვსადილობდით, თავზე რუსი ბომბდამშენი დაფრინავდა და წარბი არ შეუხრია -მიხეილ სააკაშვილი

არასოდეს დამავიწყდება „კოპალას“ აივანზე რომ ვსადილობდით, თავზე რუსი ბომბდამშენი დაფრინავდა და [ბაიდენს] წარბი არ შეუხრია, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადება მის „ფეისბუქ“ გვერდზე გავრცელდა, რითაც ის ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ჯო ბაიდენის კიევში ჩასვლას ეხმაურება.

 

სააკაშვილი ამბობს, რომ ბაიდენს კარგად იცნობს და იცოდა, რომ კიევში ჩავიდოდა.

 

„რუსები ბირთვულ მანევრებს აწყობენ, რათა ბაიდენი არ ჩავიდეს კიევში, მაგრამ მე მას ძალიან კარგად ვიცნობ და ხომ ვთქვი 1 კვირის წინ, ჩავა-თქო. არასოდეს დამავიწყდება „კოპალას“ აივანზე რომ ვსადილობდით, თავზე რუსი ბომბდამშენი დაფრინავდა და წარბი არ შეუხრია“, - აცხადებს მიხეილ სააკაშვილი.

 

ცნობისთვის, აშშ-ის პრეზიდენტი კიევში დღეს ჩავიდა. მან უკრაინის დედაქალაქში ხუთ საათზე მეტი გაატარა, ის მარიინსკის სასახლეში ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა, დაღუპულ უკრაინელ ჯარისკაცებს პატივი მიაგო და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლებს შეხვდა. ბაიდენმა, ვიზიტის დროს, უკრაინისთვის დახმარების ახალი, 500 მილიონი აშშ დოლარის დახმარების პაკეტი და რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ ახალი სანქციები დააანონსა. ბაიდენმა კიევი უკვე დატოვა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა