რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

ირაკლი კობახიძე - 19 აპრილის შეთანხმება არის ანულირებული, შესაბამისად, პოლიტიკური თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს

ნახვები: 493 ირაკლი კობახიძე - 19 აპრილის შეთანხმება არის ანულირებული, შესაბამისად, პოლიტიკური თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს

სტანდარტულად, 2024 წელს, როგორც ეს არის საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული, ჩატარდება მორიგი არჩევნები. ამაზე მიუთითებს აბსოლუტურად ყველაფერი,შედეგთან დაკავშირებით არის სპეკულაციები, თუმცა ყველა ნახავს, როგორი იქნება ჩვენი შედეგები თვითმმართველობის არჩევნებზე, თუმცა მნიშვნელობა ამასაც არ აქვს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც კობახიძემ აღნიშნა, ყველაფერი მიანიშნებს იმაზე, რომ რიგგარეშე არჩევნები არ იქნება.

„როგორიც არ უნდა იყოს შედეგი, ვთქვით, რომ თუნდაც ნახევარი პროცენტი და ერთი პროცენტი რომ ავიღოთ არჩევნებში, ვერავითარი ფორმით ამ არჩევნებზე ვერ იქნება მიბმული რიგგარეშე არჩევნების საკითხი. ჩვენთვის მთავარია, რომ დავინახოთ, კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბების რესურსი ქვეყანაში. თუ ამას დავინახავთ, ამ შემთხვევაში ბუნებრივია შეიძლება ამაზე ფიქრი ზოგადად, თუმცა ჩვენ ვხედავთ, როგორია ოპოზიციის დამოკიდებულება საქმისა და პოლიტიკური პროცესის მიმართ. აქედან გამომდინარე არავითარი ნიშანი არ ჩანს იმის, რომ შეიძლება, ჯანსაღი კოალიციური მმართველობის ჩამოყალიბების რესურსი იყოს 2024 წლამდე.

ჩვენ შეგვიძლია გამოვრიცხოთ 2024 წლამდე რაიმე რიგგარეშე არჩევნების ჩატარება. ჩვენთვის პრინციპულია ის, რომ კონსტიტუციას გავყვეთ, რომელიც გვეუბნება იმას, რომ არჩევნები უნდა ჩატარდეს საქართველოში 2024 წელს. აქედან გამომდინარე, მანამდე ვერავითარი ფორმით რიგგარეშე არჩევნების საკითხი ვერ განიხილება. ამ დოკუმენტის ანულირება კონკრეტული მიზეზებიდან გამომდინარე მოვახდინეთ, მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ბარიერგადალახული პარტიების უმრავლესობა შარლ მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერდა, ეს იყო ნახევარზე მეტი ოპოზიციონერი დეპუტატების. შესაბამისად, ჩვენთვის პრინციპული იყო პოზიცია დაგვეფიქსირებინა, რადგან უპრინციპობას ვერ გაგვიგებდა პირველ რიგში ამომრჩეველი", - განაცხადა კობახიძემ.

მისივე თქმით, დოკუმენტი არის ანულირებული, შესაბამისად, პოლიტიკური თვალსაზრისით არანაირი მნიშვნელობა არ აქვს თვითმმართველობის არჩევნების შედეგებს.

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა