რევაზ ნადარაია ოპოზიციურ პარტიებს: პოლიტიკური განცხადებები გარეთ გააკეთეთ, სასამართლოსთვის მათ ნულის ფასი აქვს
კობახიძე: რუსეთთან ურთიერთობის ახალი ეტაპი არ იწყება, დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენაზე ჩვენი პოზიცია უცვლელია
ანა წითლიძე საკონსტიტუციო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილისა და ლევან ხაბეიშვილის მოწმეებად დაბარებას ითხოვს
ეროვნული ბანკი: ციფრული ლარის საყოველთაო შემოღება უახლოეს წლებში არ იგეგმება, ნაღდი ფული მიმოქცევაში დარჩება
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციური პარტიების მოთხოვნა მოსამართლეთა აცილების შესახებ არ დააკმაყოფილა
ირაკლი კობახიძემ რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის სპეციალურ წარმომადგენლად გიორგი ზურაბაშვილი დანიშნა
თენგიზ აბლოთია: პარტიების აკრძალვა – პოლიტიკური გადაწყვეტილება თუ ბიძინას მორიგი შანტაჟი?
ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით

გურამ მაჭარაშვილი - გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ხარჯზე გაიზარდა

ნახვები: 401 გურამ მაჭარაშვილი - გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ხარჯზე გაიზარდა

არ მგონია, რომ გიორგი გახარიას განცხადებები ახლა „ქართული ოცნებისთვის“ იყოს საინტერესო, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.

მაჭარაშვილს ჟურნალისტებმა კომენტარი სთხოვეს პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერის, გიორგი გახარიას დღევანდელ განცხადებაზე, რომელშიც ნათქვამია: „ევროპულ მომავალს საფრთხეს უქმნის ხელისუფლება, „ნაციონალები“ მზად არიან, ევროპული მომავალი გაცვალონ სააკაშვილის თავისუფლებაში, ეს წითელი ხაზები ქვეყნის ეროვნულ ინტერესზე გადის“.

მაჭარაშვილის თქმით, გიორგი გახარია „ქართული ოცნების“ ხარჯზე გაიზარდა და გახდა პოლიტიკოსი.

„არ მგონია, რომ ახლა ამ განცხადებებზე რაიმე სერიოზული კომენტარი იყოს საჭირო, რადგან მას რეიტინგი არ გააჩნია. არ გააჩნია, რადგან ის, ზოგადად, მოვიდა ნულით „ქართულ ოცნებაში“, „ქართული ოცნების“ ხარჯზე გაიზარდა, გახდა პოლიტიკოსი და მერე, როცა დასჭირდა, გავიდა გვერდზე. ეგონა, რომ მოუგებდა „ქართულ ოცნებას“ და ახლა ვხედავთ იმას, რასაც ვხედავთ. არ მგონია, რომ მისი განცხადებები ახლა „ქართული ოცნებისთვის“ იყოს საინტერესო“, – განაცხადა მაჭარაშვილმა.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა