ზელენსკი: აშშ უკრაინას სადაზვერვო ინფორმაციას კვლავ აწვდის, მათ შორის რუსეთის ბალისტიკური რაკეტების შესახებ ადრეული გაფრთხილების სისტემით
Ukraine is receiving U.S. intelligence, Zelensky says after meeting with Witkoff
კაია კალასი: ამერიკელი მომლაპარაკებლები წელიწად-ნახევარია უკრაინას კაპიტულაციისკენ უბიძგებენ, თუმცა ევროპა ამის საშუალებას არ აძლევს
დავით ნარმანია: ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის მიზეზების შესწავლა გრძელდება – დასკვნა საჯარო გახდება
ირაკლი ღარიბაშვილი: ჩემ წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკური დევნა და ცილისწამება შეურაცხყოფაა ქვეყნისთვის, ხელისუფლებისა და მმართველი პარტიისთვის
დავით ფეიქრიშვილი თვითდაზიანებების შემდეგ კვლავ „ვივამედში“ გადაიყვანეს – ადვოკატი პატიმრებზე ძალადობაზე საუბრობს, პენიტენციური სამსახური ბრალდებას უარყოფს
ადვოკატი: გოგა ფეიქრიშვილმა ციხეში ვენები გადაიჭრა, დავით ფეიქრიშვილს კი ოთხი ნეკნი აქვს მოტეხილი – პატიმრების განცალკევებას ითხოვენ
ვინ და რატომ ეწინააღმდეგება საქართველოს ენერგოდამოუკიდებლობას?

კახა კალაძე - არ არის საინტერესო არც ზახაროვას და არც იმ ე.წ. მეგობრების განცხადებები სააკაშვილზე, რომლებიც შანტაჟის ენით გვესაუბრებიან

ნახვები: 444 კახა კალაძე - არ არის საინტერესო არც ზახაროვას და არც იმ ე.წ. მეგობრების განცხადებები სააკაშვილზე, რომლებიც შანტაჟის ენით გვესაუბრებიან

საერთოდ არ არის საინტერესო არც ზახაროვას განცხადება კრიმინალ სააკაშვილთან მიმართებაში და არც იმ ე.წ. მეგობრების განცხადებები, რომლებიც შანტაჟით და თითის ქნევით ელაპარაკებიან საქართველოს ხელისუფლებას, – ასე უპასუხა დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ ჟურნალისტის დასმულ კითხვას, რომელიც მარია ზახაროვას მიერ მიხეილ სააკაშვილზე გაკეთებული განცხადების შეფასებას ეხებოდა.

თბილისის მერის თქმით, კანონის წინაშე ყველა თანასწორია, განურჩევლად სტატუსისა.

„ჩვენ ვიცავთ კონსტიტუციას, ვიცავთ კანონებს, პატივს ვცემთ ჩვენს სამშობლოს, პატივს ვცემთ მოსახლეობას და, რა თქმა უნდა, კანონის წინაშე არ აქვს მნიშვნელობა, შენ ხარ პოლიტიკოსი, ჟურნალისტი, ჩვენ, ყველა ვართ თანასწორუფლებიანი“, – განაცხადა კახა კალაძემ.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მარია ზახაროვამ ტელეგრამარხზე დაწერა: „სააკაშვილის ბედი გუაიდოს ბედია, ეს ელოდება ყველას, ვინც თავისი ცხოვრება ამერიკელებს მიჰყიდა, ბაიდენისა და ზელენსკის კადრების ხილვისას არ დაივიწყოთ ყველა წინა ამერიკული პროექტის ბედი“.

 

 
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა