Ukrainian border guards rescue 16 crew members after Russian drone hits foreign cargo ship in Black Sea
Ukraine’s new military leadership vows stronger strikes and technological advantage over Russia
Rubio to discuss Russia's war against Ukraine at meeting with Lavrov
ლევან ხაბეიშვილი: „ბრძოლაა საჭირო და არა პროფესორ-კომენტატორობა“
დიპლომატიურ კორპუსს ე.წ. საბოტაჟის საქმეზე სასამართლო პროცესზე დასწრების უფლება არ მისცეს
მიხეილ სააკაშვილი - სრულიად სამარცხვინოდ „ქართულმა საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ არ შემიყვანა პოლიტპატიმართა სიაში
საიას თავმჯდომარე: ვახო სანაიას „ფეისბუქ-პოსტის“ გამო პატიმრობა დემონსტრაციული, სამაგალითო დასჯაა
გოჩა მირცხულავა: აქ „XXX“ არავინ არის. ანუ თუ ვახო სანაიას საქმეში კონტექსტია მთავარი, მაშინ მოდით, კონტექსტზე ვისაუბროთ...

ირაკლი კობახიძე - „ხალხის ძალის“ კანონპროექტი შეესაბამება სტანდარტებს, ამერიკული კანონი სრული კატასტროფაა

ნახვები: 422 ირაკლი კობახიძე - „ხალხის ძალის“ კანონპროექტი შეესაბამება სტანდარტებს, ამერიკული კანონი სრული კატასტროფაა

„ხალხის ძალის“ მიერ ინიცირებული კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“  მთლიანად შესაბამისობაშია ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, განსხვავებით ამერიკული და რუსული კანონებისგან, ითვალისწინებს გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს, მეტს არაფერს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ამერიკულ კანონი არის სრული კატასტროფა.

„პირდაპირ შემიძლია, გითხრათ, როგორც იურისტმა, ადამიანის უფლებების სპეციალისტმა, რომ ამერიკული კანონი არის სრული კატასტროფა, ჩვენ ასეთი კანონის მიღებას საქართველოს პარლამენტში ნამდვილად ვერ ვიკადრებდით. რაც შეეხება რუსულ კანონს, რუსულ კანონსაც ახლა გავეცანი და ყოფილა ამერიკული კანონის მსგავსი, ანუ პირდაპირ შეგიძლია, მიამსგავსო რუსული კანონი ამერიკულს. როგორც ჩანს, რუსული მესიჯი დარბილებასთან დაკავშირებით იყო ტყუილი, რეალურად, რუსული კანონი არის ზუსტად ამერიკულის ანალოგი. რაც შეეხება ქართულ კანონპროექტს, რომელიც არის ინიცირებული „ხალხის ძალის“ მიერ, არის მთლიანად შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან, განსხვავებით ამერიკული და რუსული კანონებისგან, ითვალისწინებს გამჭვირვალობის მინიმალურ სტანდარტს, მეტს არაფერს. არის ძალიან მარტივი, ლაკონური კანონი, ერთადერთი, რასაც ითვალისწინებს, არის ის, რომ სუბიექტები, რომლებიც იღებენ 20%-ზე მეტ უცხოურ დაფინანსებას, წარადგენენ წლიურ დეკლარაციებს, განსხვავდება რადიკალურად როგორც ამერიკული, ასევე რუსული კანონებისგან, რომლებიც არის მთლიანად შეუსაბამო ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. ერთიც და მეორეც კატასტროფული კანონებია. რა თქმა უნდა, ჩვენ ასეთი კანონების მიღებას ვერ და არ ვიკადრებდით, ჩვენ ვერ დავუჭერდით ასეთი კანონის მიღებას მხარს. შემუშავებულია ქართული კანონპროექტი, არც ამერიკული, არც რუსული, ეს არის ქართული, რომელიც ეფუძნება პრინციპების დონეზე ამერიკულ კანონს, მაგრამ რადიკალურად განსხვავდება სწორედ იმით, რომ ეს კანონპროექტი არის შესაბამისობაში ადამიანის უფლებების სტანდარტებთან. ეს არის რეალობა, დანარჩენი ყველაფერი არის ტყუილი და სპეკულაცია.

მარტივად შეგიძლიათ, აიღოთ ერთი კანონი, მეორე კანონი, მესამე კანონპროექტი და შეგიძლიათ, შეადაროთ ისინი ერთმანეთს და ნახავთ, რომ არის კატასტროფული ამერიკული კანონი, კატასტროფული რუსული კანონი და არის კანონპროექტი, რომელიც არის შემუშავებული „ხალხის ძალის“ მიერ, შეიძლება, იქ ბევრი დეტალია განხილული, მაგრამ მთლიანობაში არსებული კანონპროექტი მთლიანად თავსებადია ადამიანის უფლებებთან“, – განაცხადა კობახიძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა